ახლოვდება საქართველოს ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებების ევროშესარჩევის მორიგი საშინაო მატჩები.
7 ოქტომბერს, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები „მიხეილ მესხის“ სტადიონზე ესპანეთის ნაკრებს უმასპინძლებს. მატჩი 21:00 საათზე დაიწყება. ბილეთები მატჩის დღეს, „მიხეილ მესხის“ სტადიონის სალაროებში გაიყიდება და 5 ლარი ეღირება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებელი შემოგთავაზებთ.
8 ოქტომბერს კი, საქართველოს ეროვნული ნაკრები „დინამო არენაზე“ გიბრალტარის ნაკრებს შეხვდება. მატჩი 20:00 საათზე დაიწყება. ბილეთების ონლაინ გაყიდვა დღეს 12:00 საათიდან დაიწყო, სფფ-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე. ბილეთების ფასი 5 და 10 ლარია. ორშაბათიდან, 5 ოქტომბრიდან კი, ბილეთების შეძენას უკვე „დინამო არენას“ სალაროებში შეძლებთ.
ეროვნული ნაკრების მატჩის ხილვას, ასევე შეძლებთ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში.
სფფ-ის პრესსამსახური