ფეხბურთი

10:24 | 30.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ჟერლანზე” მოპოვებული სამომავლო წარმატების იმედი

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური სტადიის სასტარტო მატჩში საკუთარ “მესტალიაზე” მოულოდნელად განცდილი მარცხის შემდეგ “ვალენსიამ” ხასიათი ლიონის “სტად ჟერლანზე” მოგებით გამოისწორა, 3 ქულით სატურნირო ცხრილში მეორე საფეხურზე გადაინაცვლა და ცხადია, პლეი ოფის საგზურისთვისაც გააგრძელებს ბრძოლას.

“ლიონის” 1:0 ძლევის შემდეგ ვალენსიელთა დამრიგებელი ნუნუ ეშპირიტუ სანტუ მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე კარგ გუნება-განწყობაზე გამოცხადდა. “პირველ ტაიმში მშვენივრად გამოვიყურებოდით. განსაკუთრებით ჩემი ბიჭების სინქრონული ურთიერთქმედება მომეწონა. “ვალენსია” ლიონში მოსაგებად ჩავიდა. დაცვაში მეტად ორგანიზებულად ვთამაშობდით და მეტოქეს მინდვრის შუაგულში ვაჯობეთ. ერთადერთი, შედარებით სუსტად ფლანგებზე გამოვიყურებოდით. ლიონელთა სახით კარგი მეტოქე გვყავდა. მათი წინააღმდეგობა კოლექტიური ასპარეზობის წყალობით დავძლიეთ. “ჟერლანზე” მოპოვებული გამარჯვება “ვალენსიისთვის” ჩემპიონთა ლიგის შემდგომი წარმატებების საფუძველი უნდა გახდეს”, - ნუნუ ეშპირიტუ სანტუ ოპტიმისტურადაა განწყობილი.

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მორიგ 2 მატჩს “ვალენსია” ბელგიის “გენტის” წინააღმდეგ ჩაატარებს. პირენეულ-ბენილუქსური პირველი დაპირისპირება 20 ოქტომბერს “მესტალიაზე” გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109687