რომში ფრედ დასრულებული შეხვედრის შემდეგ კატალონიის “ბარსელონამ” ჩემპიონთა ლიგის E ჯგუფის მეორე მატჩში საკუთარ “კამპ ნოუზე” რთულ ორთბარძოლაში ლევერკუზენის “ბაიერნს” 2:1 მოუგო და სატურნირო ცხრილში გალიდერდა. მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე “ბლაუგრანას” მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ შეკრებილ ჟურნალისტებს შემდეგი განუცხადა:
“მოგება სასიხარულოა, მაგრამ წარმატებას ჩრდილს ანდრეს ინიესტას ტრავმა აყენებს. მისი არყოფნა რთულ მდგომარეობაში ჩაგვაყენებს. შესუსტებული შემადგენლობით მოგვიწევს იმის მტკიცება, რამდენად კონკურენტუნარიანი გუნდი ვართ. რთულ მდგომარეობაში ჩავვარდით და ჩემ ფეხბურთელებს ხასიათის სიმტკიცისკენ მსურს მოვუწოდო. გერმანელებთან მოგებას რაც შეეხება, ამგვარი წარმატებები გუნდს ფსიქოლოგიურად აწრთობს. კარგია, ჯგუფის ლიდერები რომ გავხდით, მით უმეტეს რთულად დასაძლევი მოწინააღმდეგე დაგვიპირისპირდა”.
ამასობაში Marca-მ ანდრეს ინიესტას ტრავმის სირთულეზე ცნობა გაამზეურა. ავტორიტეტული გამოცემის მტკიცებით “ბარსას” უახლოესი თვის განმავლობაში მოუწევს ინიესტას გარეშე ასპარეზობა. ექიმებმა ანდრესს მარჯვენა მუხლსქვედა მყესის დაზიანება დაუდგინეს.
შეგახსენებთ, სხვადასხვა სახის დაზიანებების გამო “ბლაუგრანა” ლეო მესის, რაფინიას, ტომას ვერმალენისა და კლაუდიო ბრავოს გარეშე თამაშობს.
Пожалуйста войдите чтобы оставить комментарий Авторизация Или же Регистрация