ჟოზე მოურინიოსთვის რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ პორტუს “დრაგაუზე” დაბრუნება უიღბლო აღმოჩნდა. “განსაკუთრებულმა” თავისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ დასავლეთლონდონის “ჩელსი” ჩაიყვანა და 1:2 დამარცხდა. პირენეს ნახევარკუნძულზე წაფორხილების შემდეგ “არისტოკრატები” G ჯგუფში მესამე პოზიციამდე დაეშვნენ და ქულით კიევის “დინამოსა” და “პორტუს” ჩამორჩებიან.
“ცუდად ვითამაშეთ, მარცხი კი ორმა სულელურმა შეცდომამა განაპირობა. მატჩის წინ უამრავჯერ დავაკვირდით, როგორ ათამაშებს “პორტუ” კუთხურებს, მზად ვიყავით ამგვარი ეპიზოდების გასანეიტრალებლად. იმ მომენტში, როდესაც ასპარეზობის მსვლელობიას ვაკონტროლებდით, სასაცილო გოლი გავუშვით. როდესაც ანალოგიური შეცდომა კიდევ ერთხელ დავუშვით, გადავრჩით – მეტოქემ ბურთი ძელს გაარტყა. “პორტუ” მეტად რთული ოპონენტია, განსაკუთრებით საშიში მასთან “დრაგაუზე” შებმაა. ჩვენ კი სტაბილურობა გვაკლია”, - განაცხადა ნამატჩევს ჟოზე მოურინიომ.
პორტუგალიელმა სპეციალისტმა იკერ კასილასთან ურთიერთობაზეც ისაუბრა: “მე და იკერი ერთმანეთს ზრდილობიანი ადამიანებისთვის შესაფერისად შევხვდით ერთმანეთს – ხელი ჩამოვართვით და წარმატებები ვუსურვეთ ერთურთს. ჩვენ 3 წლის განმავლობაში ერთად ვმუშაობდით და შესანიშნავ მომენტებთან ერთად რთული პერიოდებიც გამოვიარეთ”.