ფეხბურთი

21:07 | 29.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

უილსონი “ბორნმუთს” დიდი ხნით გამოაკლდა

“ბორნმუთის” ერთ-ერთი ლიდერი კალუმ უილსონი გუნდს ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ვერ დაეხმარება. ამის შესახებ Sky Sports-ი იუწყება.

23 წლის თავდამსხმელმა ტრავმა ინგლისის პრემიერლიგაში “სტოკ სიტისთან” მატჩის მე-17 წუთზე მიიღო.

სამედიცინო შემოწმებამ დაადგინა, რომ უილსონს მარჯვენა მუხლის წინა ჯვარედინი მყესები გაუწყდა. მომავალ კვირაში ინგლისელი ფეხბურთელი ოპერაციას გაიკეთებს და მინიმუმ 2016 წლის მარტის თვის ბოლომდე ვერ ითამაშებს.

გასულ სეზონში, უილსონმა ინგლისის ჩემპიონშიპში 23 გოლი გაიტანა, ხოლო მიმდინარეში პრემიერლიგაში მეტოქეთა კარი 5-ჯერ აიღო.

0.115231