ფეხბურთი

17:09 | 29.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

გადრანი უკრაინის პრემიერლიგის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა

ოდესის “ჩერნომორეცის” ცენტრალური მცველი გიორგი გადრანი ინტერნეტპორტალ footboom.com-ის ვერსიით, უკრაინის საფეხბურთო პრემიერლიგის მე-9 ტურის სიმბოლური ნაკრებში მოხვდა.

“20 წლის ქართველი ლეგიონერისთვის “ვორსკლასთან” მატჩი “ჩერნომორეცის” მაისურით პირველი სერიოზული გამოცდა აღმოჩნდა. ცენტრალური მცველი ოდესური გუნდის “სასტარტოში” პირველად გამოჩნდა. სწორედ, გადრანმა შეცვალა დავით ხოჭოლავა, რომელმაც მატჩი დისკვალიფიკაციის მიზეზით გამოტოვა.

სასტარტო წუთებში გიორგი ნერვიულობდა და შესაძლოა, ამის გამო რამდენიმეჯერ შინდერი დასარტყმელ პოზიციაზე აღმოჩნდა. თუმცა, ფორვარდმა თავისი შანსი ვერ გამოიყენა და მალე ცენტრალური მცველები ისე ათამაშდნენ, რომ შინდერისა და გრომოვის მრისხანე ტანდემს ფაქტობრივად “ჟანგბადი” გადაუკეტეს.

შედეგად, “მეზღვაურებმა” დაცვაში “ნოლზე” ითამაშეს და გამოცდილ მეტოქესთან დაპირისპირებაში ქულა აიღეს. გარდა ამისა, სწორედ გადრანი მონაწილეობდა ბარტულოვიჩის გაძევებაში, რამაც მასპინძლებს ამოცანის გადაჭრა გაცილებით გაუიოლა”.

0.13766