ევროპაში მოთამაშე ქართველი ხელბურთელები სეზონს აგრძელებენ. წინა კვირის გმირი იყო რევაზ ჭანტურია, რომელმაც მაკედონიის სტრუმიცას შემადგენლობაში 13 გოლი გაუტანა ბოსნიის ბორაცს.
სამხრეთ-აღმოსავლეთი ლიგის თასზე სტრუმიცამ ორჯერ ითამაშა - ჯერ სტუმრად 13-42 განადგურდა ზაგრებში, რაც შესაძლოა იმის ბრალი იყო, რომ მატჩამდე მაკედონიურ კლუბს ფინანსური პრობლემები ჰქონდა. ჭანტურიამ ამ თამაშში გოლი ვერ გაიტანა. რაც მისთვის უიშვიათესი შემთხვევაა, მაგრამ უკვე შინ, ბანია-ლუკას ბორაცთან 13 ბურთი მარტო რეზომ შეაგდო, მათ შორის, ზედიზედ 6 - პირველ ტაიმში (ზუსტი სტატისტიკა ასეთია: 12/7 კუთხიდან, 5/4 შვიდმეტრიანი, 2/2 სწრაფი გარღვევა). სტრუმიცა 27-30 აგებდა, მაგრამ 59-60 წუთებზე სამი გოლი გაიტანა და მატჩი ფრედ დაასრულა - 30-30.
სტრუმიცას, ისევე როგორც ნოვი სადის ვოივოდინას 6 მატჩიდან მხოლოდ 2 ფრე აქვს. სერგო დათუკაშვილის სერბული კლუბი სეჰა-ლიგაზე ბელარუსში დამარცხდა მეშკოვ ბრესტთან (22-31) ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე შინ მოუგო რუსეთის მედვედებს - 26-24. დათუკაშვილს ამ ორ მატჩში არ უთამაშია.
თურქეთის ჩემპიონატში რატი მსხვილიძის გუნდი, თუთუნსფორ აქჩაბათი ჯერ ანთალიასთან დამარცხდა (25-34, ქართველმა ინსაიდმა 1 გოლი გაიტანა), მესამე ტურში კი პირველი მატჩი მოიგო შინ ანკარასთან - 32-18. აქ რატიმ უკვე 9 ბურთი შეაგდო, ხოლო მისმა ძველმა თანაგუნდელმა ტრაბზონსფორიდან, აზერბაიჯანელმა ოლეგ გეორგიევსკიმ - 7.
რუმინეთის ჩემპიონატს 18 ქულით ლიდერობენ CSM ბუქარესტი და ოდორჰეი. ოდორჰეიმ ზედიზედ მეევსე მატჩი შინ კელერაშის მოუგო - 29-27 (ვლადიმერ რუსიამ 7 გოლი გაიტანა), მაგრამ მეშვიდე ტურში 22-26 წააგო ტარგუ ჟიუსთან იმის გამო რომ აკლდა 3 ლიდერი, გორან კუზმანოვსკი, ლაზო მაინოვი და რუსია, რომელმაც თამაში ოჯახური პრობლემების გამო გამოტოვა.
ლიდერებს 16 ქულით მიჰყვება სამი კლუბი - ბუქარესტის სტიაუა და დინამო, ასევე შოთა თევზაძის რეშიცა. ქართველი მეკარის კლუბი სეზონში პირველად ტურდაში დამარცხდა - 23-24, შემდეგ კი შინ დინამო ბუქარესტი სძლია - 35-34.
12 ქულით მეექვსე ადგილზეა ტიმიშოარას პოლიტექნიკა, რომელმაც ზედიზედ ორი მატჩი მოიგო. ირაკლი ჩიქოვანის გუნდმა შინ დაამარცხა ფოჩანი (31-26) და სტუმრად - ვასლუი (27-23). საქართველოს ნაკრების შუამარბმა 5 და 3 გოლი გაიტანა და 7 მატჩში 37 დაუგროვდა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
უჟიმავიაო თან იმ დღეს ჯეკის
პროსტო რა დონეა ინგლისი, ჩვენთან აბა ყანწებს და პოლიტრებს ურახუნებენ და არავის არაფერი აღელვებს, სიგარეტი და პლანი ხო ვაბშე
ვნახოთ აბა როგორც გამოსწორდება
რა Y სასტავშია