ფეხბურთი

14:27 | 29.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

“პოგონის” თავკაცი: “დვალიშვილი მნიშვნელოვნად დაგვეხმარება”

შჩეცინის “პოგონის” მთავარი მწვრთნელის ჩესლავ მიხნევიჩის აზრით, ვლადიმერ დვალიშვილის ტრავმამ “იაგიელონასთან” რთული მატჩი კიდევ უფრო გაართულა.

ქართველი ფეხბურთელი 22-ე წუთზე შეცვალეს. ის მეტოქე მცველთან შეჯახებისას დაშავდა და მოედანი ნაადრევად დატოვა.

“რთული მატჩი იყო, რომელიც დვალიშვილის ტრავმამ უფრო გაართულა. ერთი შეხედვით სებასტიან მადეირას უწყინარი ჯარიმა ჩემი მოთამაშისთვის ცუდად დასრულდა. სებას რომ არ ვიცნობდე ვიფიქრებდი, რომ მან განგებ იუხეშა. თუმცა, მას ვიცნობ და ვიცი, რომ ყოველთვის “სუფთად” თამაშს ცდილობს. ლადო მოედანზე დაბრუნდა და თამაში სურდა, მაგრამ ტრავმამ ხელი შეუშალა. ფეხზე ნაკერები უნდა დაადონ” – იუწყება ინტერნეტპორტალი szczecin.sport.pl-ი მიხნევიჩის სიტყვებს.

“პოგონის” თავკაცმა ისიც აღნიშნა, რომ ქართველი თავდამსხმელი კარგ ფიზიკურ ფორმაშია, მაგრამ ჯერ კიდევ მოედანზე ბურთი უნდა “იგრძნოს”:

“დვალიშვილი ფიზიკურად ძალიან კარგ ფორმაშია, მაგრამ ჯერ მოედანზე ბურთს კიდევ ვერ “გრძნობს”. მთავარია, მალე გამოჯანმრთელდეს და ცხადია, მნიშვნელოვნად დაგვეხმარება”.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114023