ფეხბურთი

9:15 | 29.09.2015 | ნანახია 2741 - ჯერ

მოურინიო-კასილასი – ურთიერთობის ახალი ვარიაცია

29 სექტემბერს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩში დასავლეთლონდონის “ჩელსი” პირენეს ნახევარკუნძულს ესტუმრება, სადაც “პორტუს” დაუპირისპირდება. მოგეხსენებათ, პორტუგალიელთა კარს ესპანელი გოლკიპერი იკერ კასილასი იცავს, რომელთან ერთადაც “არისტოკრატთა” ამჟამინდელი დამრიგებელი ჟოზე მოურინიო მადრიდის “რეალში” 2010-13 წლებში მუშაობდა.

გეხსომებათ, ჟოზე მოურინიოსა და იკერ კასილასს ერთობლივი მუშაობისას რთული ურთიერთობა ჰქონდათ. პორტუგალიელი სპეციალისტის კასტილიაში მოღვაწეობის ბოლო სეზონში კასილასმა ხელის ტრავმა მიიღო და როდესაც მწყობრში ჩადგა, სეუ ჟოზემ იკერი სანტიაგო ბერნაბეუელთა სათადარიგოთა სკამზე დატოვა. გულშემატკივრების ნაწილის აზრით, სწორედ ამან გამოიწვია საბოლოოდ კასილასის “სანტიაგო ბერნაბეუდან” აბარგება და სამეკარეო კარიერის პორტუს “ესტადიო დრაგაუზე” გაგრძელება.

“იკერ კასილასს მატჩის წინ და შეხვედრის დასრულების შემდეგ მივესალმები და ხელს ჩამოვართმევ. ძალიან გთხოვთ, ამ თემაზე მეტს ნუღარ მკითხავთ”, - მოკლედ მოჭრა ჟოზე მოურინიომ AS-სთან საუბრისას.

“პორტუში ორწელიწადნახევარი ვმუშაობდი და ამ კლუბმა ახალი სამწვრთნელო ჰორიზონტებისკენ გამიხსნა გზა. ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში “ჩელსი” ფავორიტად არ მიიჩნევა, აი, ჯგუფური ეტაპი კი აუცილებად უნდა დავძლიოთ”, - აცხადებს მოურინიო, რომელმაც “პორტუს” უეფას და ჩემპიონთა ლიგის თასები მოაგებინა.

ჩემპიონთა ლიგის G ჯგუფის პირველ ტურში “ჩელსიმ” საკუთარ “სტემფორდ ბრიჯზე” თელ ავივის “მაკაბის” 4:0 მოუგო, “პორტუ” კი კიევში “დინამოს” 2:2 დაუზავდა.

კომენტარები (18)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

20:20 | 29.09.2015
19.05.2012 (1717)

კასილასი თეთრი ყვავი რომ არ ყოფილიყო ეხლაც რეალში იქნებოდა, უბრალოდ ამან ის ვერ გათვალა რომ მოურინიოს ყველა კიდია კასილასი იქნება,რამოსი,ტერი თუ ლამპარდი. ჟურნალისტ შეყვარებულთან გასახდელის ამბები არ გაეტანა და ეხლა პორტოში არ იქნებოდა

16:55 | 29.09.2015
კაპიტანი ტახმაგიდო (11501)

ხო პერესის არა, სტალონეს ბრალია

22:14 | 29.09.2015
alfadhirhaiti (7530)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის ავტომატური ბლოკირების მიერ, ის შეიძლება დაიშვას მოდერატორის მიერ

16:38 | 29.09.2015
alfadhirhaiti (7530)

პერესის ბრალი ის არის, რომ ადრე არ მოისროლა ეს განდილა...

16:38 | 29.09.2015
alfadhirhaiti (7530)

ისევ სჯერა მავანს, რომ პერესის ბრალია რამე

16:31 | 29.09.2015
კაპიტანი ტახმაგიდო (11501)

მაურინიომ პირველმა შეურხია ტოტი კასილასს, პერესმა შეუსრულა.

13:56 | 29.09.2015
levani82 (41682)

ლვოვის "კარპატის" ფეხბურთელი მურთაზ დაუშვილი საქართველოს ნაკრებშია გამოძახებული. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული კლუბის ვებ-გვერდი ავრცელებს.

საქართველოს ნაკრების ევრო 2016-ის შესარჩევი ეტაპის მატჩებს 8 და 11 ოქტომბერს გამართავენ. "ჯვაროსნების" პირველი მეტოქე გიბრალტარი იქნება. შეხვედრა თბილისში ჩატარდება.

ხოლო მეორე მატჩ ქართველები გერმანიასთან სტუმრად გაამრთავენ.

შეგახსენებთ, რომ ნაკრებში გამოძახებულთა შორის ასევე არის თბილისის "დინამოს" ფეხბურთელი ოთარ კაკაბაძე.

13:56 | 29.09.2015
levani82 (41682)

ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივნის მოვალეობის შემსრულებელმა დიმიტრი ბოკერიამ თქვა, რომ საფეხბურთო დავების განმხილველი ტრიბუნალის თავმჯდომარის პოსტიდან გათავისუფლებული ზურაბ ბიწაძის ნაცვლად, აღმასკომმა ზურაბ მაისურაძე დაამტკიცა.

"ფედერაციის აღმასკომმა ბიწაძე რამდენიმე მიზეზის გამო გაათავისუფლა. მან "გურიის საქმეზე" ტრიბუნალის დებულების რამდენიმე პუნქტი აშკარად დაარღვია. არ გაითვალისწინა ფედერაციის კანონიერი შუამდგომლობა, ტრიბუნალის სხდომაზე საქმე კოლეგიას განეხილა, ის სრულიად უგულებელჰყო და გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო.

ამის შემდეგ გაჩნდა ეჭვი, რომ ბიწაძეზე არის ზეწოლა და მას საქმის ობიექტურად წარმოება აღარ შეეძლო... ტრიბუნალს მასზე გაცილებით გამოცდილი იურისტი დავით მაისურაძე უხელმძღვანელებს.

ვინმეს თუ გაუჩნდება ეჭვი, რომ ბიწაძის ვერდიქტით არჩევნებისას რევაზ არველაძეს მხარდამჭერი დააკლდება, შევახსენებ: მისი ხელმძღვანელობით ტრიბუნალს ფედერაციისთვის არასასურველი რამდენიმე გადაწყვეტილება ადრეც მიუღია, რის შემდეგაც აღმასკომი იძულებული გამხდარა, ამ ვერდიქტს დათანხმებოდა.

მაგალითისთვის წინა სეზონის ბოლოს თბილისის "ლოკომოტივის" საჩივრის დაკმაყოფილება გამოდგება, როცა აღმასკომი იძულებული გახდა, საკუთარი გადაწყვეტილება შეეცვალა. მაშინ პრეტენზია რატომ არავინ გამოთქვა"?! - თქვა ბოკერიამ ფეხბურთის ფედერაციის გამოცემა "ჩვენი თამაშისთვის" მიცემულ ინტერვიუში.

"პრაიმ ტაიმის" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე კი ტრიბუნალის თავმჯდომარეობიდან გათავისუფლებულმა ზურაბ ბიწაძემ საინტერესო განცხადებები გააკეთა:

"აღმასკომის გადაწყვეტილება ზვიად სიჭინავას დროსაც შეცვლილა, მაგრამ მაშინ ეს ჩემი გათავისუფლების საფუძველი არ გამხდარა... აღმასკომმა ასეთი გადაწყვეტილებები წესდების მიხედვით უნდა მიიღოს და არა ვინმეს კარნახით.

ტრიბუნალზე მიკერძოებული არ ვყოფილვარ, რადგან ორივე მხარემ დელეგატი წესდების დარღვევით წარადგინა და ორივე გადაწყვეტილება გავაუქმე. ფედერაციაში ოქმი გურიის დელეგატის საქმეზეც ვერ ვნახე და არც ვიცი, როგორ განიხილეს. როგორც ჩანს, წელიწადნახევარი მათთვის სასურველი კანდიდატი ვიყავი, არასასურველი კი ახლა აღმოვჩნდი...

...არსებობს მოსაზრება, რომ გურიის საკითხის გამო გამათავისუფლეს. ეს იმიტომ ხომ არ მოხდა, რომ ვიღაცის აზრები არ გავითვალისწინე? მაშინ ეს აშკარა ჩარევა და გაფრთხილებაა ფედერაციის სუბიექტებისთვის, რომ გარკვეული წრისთვის მისაღები გადაწყვეტილებები მიიღონ, თორემ მათაც მოხსნიან. ეს იყო ერთადერთი ბერკეტი, რომელიც ამ შემთხვევაში ფედერაციას ჩემ წინააღმდეგ ჰქონდა...

...ვერც წესდებით, ვერც დებულებით სფფ ჩემს საქმიანობაში ვერ ერეოდა, რადგან დავის შემთხვევაში ისიც ჩვეულებრივი მხარე იქნებოდა.

იმედია, სფფ-ის პრეზიდენტობის კანდიდატები ამ გადაწყვეტილებას დაგმობენ, მომავალი პრეზიდენტი კი ტრიბუნალის დამოუკიდებლობის გარანტი გახდება", - თქვა ბიწაძემ.

13:54 | 29.09.2015

13:31 | 29.09.2015
levani82 (41682)

რუსულ პრემიერლიგაში "ამკარმა" 2:1 სძლია "მორდოვიას". სტუმართა სათადარიგო სკამზე დარჩნენ მეკარე ნუკრი რევიშვილი და მცველი მამუკა კობახიძე.

13:27 | 29.09.2015
levani82 (41682)

alejandro

არ დაგავიწყდეს მსოფლიოში N1 ჩემპიონატის გუნდს ეთამაშება

13:06 | 29.09.2015
adp10 (10711)

ჩელსი იგებს 2-0 ს

12:50 | 29.09.2015
alejandro (44439)

ამაღამ პორტოს ფანი ვარ! კასო გენაცვალე გულში,მიყვარხარ!

16:58 | 29.09.2015
NGoLo KaNte (36472)

13:32 | 29.09.2015
ოძეკი ტოჩინოშინი (6176)

+1

11:23 | 29.09.2015
NGoLo KaNte (36472)

უნდა მოიგოთ თორე სახში არდაბრუნდეთ

10:43 | 29.09.2015
დურანტულა35 (6807)

ერთი პორტო ჩაუდებდეს ამ სირს,კაი იქნება თუ იკერი არ გაუშვებს გოლს.

10:33 | 29.09.2015
maestro10 (13745)

Imedia abubakari chaudebs mous glandebshi

09:35 | 29.09.2015
BEERTRANCE (97819)

იმსახურებს პრ ჭI მოუ რო ვერ გაუტანონ პორტუს და იმედია ეგრეც იქნება.

09:27 | 29.09.2015
ჯესი (26029)

პრო** მოურინიოოო

09:21 | 29.09.2015
ოძეკი ტოჩინოშინი (6176)

მოურინიოს მ...ნ სუყველაფერი ამის გამო. მიტყდება, რომ ეს ნ....რი რეალის მწვრთნელი იყო არცთუ დიდი ხნის წინ

0.144662