ფეხბურთი

1:07 | 29.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

"ფროზინონემ" ისტორია ხუთ დღეში ორჯერ დაწერა

შუა კვირაში “ფროზინონემ” “იუვენტუსთან” ფრედ ითამაშა და სერია A-ში მისთვის ისტორიული პირველი ქულა მოიპოვა. ამჯერად რობერტო სტელონეს გუნდმა ისტორია კიდევ ერთხელ დაწერა და სადებიუტო გამარჯვებაც იზეიმა. “ფროზინონემ” შინ “ემპოლი” მიიღო და მეორე ტაიმში დიონისის მიერ გატანილი ორი გოლის წყალობით სძლია. ამ გამარჯვებით მასპინძლები “ემპოლის” გაუტოლდნენ და გასავარდნ ზონას თავი დააღწიეს.

VI ტურის დასკვნით შეხვედრაში კი ბერგამოს “ატალანტამ” გენუის “სამპდორიას” აჯობა – 2:1. მასპინძლები დასაწყისშივე მეტოქის ავტოგოლით დაწინაურდნენ, მერე ბოლო წუთზე სხვაობაც გაზარდეს, ხოლო ლიგურიელებმა ერთადერთი რისი გაკეთებაც მოახერხეს მსაჯის მიერ კომპესირებულ დროში რობერტო სორიანოს გატანილი გახლდათ, რომელიც მხოლოდ პრესტიჟისღა გამოდგა.

“ფროზინონე” – “ემპოლი” 2:0 (0:0)

ფროზინონე, “სტადიო მატუზა”

მაყურებელი: 9 000

“ფროზინონე” (4-4-2): ლეალი; როზი, პავლოვიჩი, დიაკიტე, ბლანჩარდი; გორი (ფრარა 82), სოდიმო (ჩისბა 74), ტონევი (პაგანინი 64), სამარკო; ჩიოფანი, დიონისი

მწვრთნელი: რობერტო სტელონე

“ემპოლი” (4-3-1-2): სკოპურსკი; ლაურინი (ბიტანტე 74), კოსტა, ტონელი, მარიო რუი; კროჩე (პარედესი 70), დიოუსე; საპონარა; მაკარონე, პუჩიარელი (ლივაია 70)

მწვრთნელი: მარკო ჯამპაოლო

გოლები: 1:0 დიონისი (58), 2:0 დიონისი (71)

გაფრთხილება: გორი (17), სოდიმო (38), ბლანჩარდი (80) – ლაურინი (27), ზიელილინსკი (51), ტონელი (76), ლივაია (84)

გაძევება: საპონარა (77)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 6 (4) – 7 (4) ბურთის ფლობა: 44%-56% კუთხურები: 4:5 თამაშგარე: 6:2

მსაჯი: მარკო გუიდა

“ატალანტა” – “სამპდორია” 2:1 (1:0)

ბერგამო, “ატლეტი აძური”

მაყურებელი: 14 000

“ატალანტა” (4-3-3): სპორტიელო; ბელინი, ტოლოი, პალეტა, დრამე; დე რუნი, კურტიჩი (ჩიგარინი 75), გრასი (მილიაჩო 62); გომესი, პინილია (დენისი 32), მაქსი მორალესი

მწვრთნელი: ედუარდო რეია

“სამპდორია” (4-3-1-2): ვივიანო; ძუკანოვიჩი, მოისანდერი, პერეირა (კარბონერო 78), მესბა; ფერნანდო, ბარეტო, სორიანო; კორეა (როკა 61); ედერი, მურიელი (კასანო 70)

მწვრთნელი: ვალტერ ძენგა

გოლები: 1:0 მოისანდერი (7, ა.გ), 2:0 დენისი (90), 2:1 სორიანო (90)

გაფრთხილება: პალეტა (57), დე რუნი (66), მილიაჩო (83) – ფერნანდო (27), მესბა (59), ძუკანოვიჩი (82)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 15 (6) – 7 (4) ბურთის ფლობა: 48%-52% კუთხურები: 5:4 თამაშგარე: 1:2

მსაჯი: პაოლო ვალერი

თეგებისერია A
0.193153