მსოფლიოს 28-ე ჩოგბურთელ გერმანელ საბინ ლისიცკის მუხლის ტრავმის გამო 2015 წელს კორტზე ვეღარ ვიხილავთ, აღნიშნულ ინფორმაციას ჩოგბურთელი თავის ფეისბუქის გვერდზე ავრცელებს.
“US Open”-ის შემდეგ გერმანიაში დავბრუნდი და მას შემდეგ ექიმების დაკვირვების ქვეშ ვარ. კლაუს ედერმა ყველაფერი გააკეთა, რომ აზიური ტურნესთვის მზად ვყოფილიყავი. მაგრამ საუბედუროდ ჩემი მუხლი მზად არ არის და ამ სეზონში ვეღარ ვითამაშებ”- განაცხადა ლისიცკიმ.
გერმანელმა 2015 წელს 1 მილიონი ამერიკული დოლარი გამოიმუშავა და წყვილთა თანრიგში WTA-ის ერთი ტურნირი მოიგო.







