საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს, არგენტინასთან 9:54 მარცხი 1,27 სარეიტინგო ქულად დაუჯდა და რეიტინგში ორი ადგილით დაქვეითდა.
“ბორჯღალოსნები” მე-15 ადგილზე არიან და მათ ტონგამ და იტალიამ გადაასწრო. ტონგას თამაში არ ჰქონია და ქართველთა დანაკარგით ისარგებლა, ხოლო იტალიამ ამ დანაკარგის გარდა თავისი თამაშითაც იხეირა, როდესაც კანადელთა 23:18 ძლევით მონაგარს თითქმის 1 ქულა შემატა.
რეიტინგის არსებობის 12-წლიან ისტორიაში, პირველად აღზევდა მე-2 ადგილზე უელსი, რომელმაც ტრავმების მიუხედავად “თვიქენჰემზე” მასპინძელი ინგლისი 28:25 დაამარცხა და მეოთხედფინალისკენ დიდი ნაბიჯის გადადგმის გარდა, რეიტინგშიც დაწინაურდა. “დრაკონებმა” 2,68 ქულა მიიღეს, ინგლისმა კი ამდენივე ქულა რომ დაკარგა ერთბაშად სამი ადგილით დაქვეითდა და ახლა მხოლოდ მე-6 ადგილზეა.
სამხრეთ აფრიკამ იაპონიისგან განცდილი სენსაციური მარცხის შემდეგ სამოას 46:6 სძლია, რეიტინგს 1,5 ქულა შემატა და ერთი ადგილით დაწინაურდა. დიდი ნახტომი განიცადა შოტლანდიამ, რომელმაც ერთმანეთის მიყოლებით იაპონია და აშშ დაამარცხა. ეს ორივე თამაში გასულ კვირაში გაიმართა - სკოტებს იპონელთა ძლევამ 3,05 სარეიტინგო ქულა შემატა, ჯამში კი, მათი კვირის მონაგარი 3,17 ქულაა და შოტლანდიელები მე-9 ადგილამდე დაწინაურდა.
მსოფლიო რაგბის რეიტინგი 28 სექტემბრისთვის
1 (1). ახალი ზელანდია 92,89
2 (4). უელსი 87,31
3 (2). ავსტრალია 86,75
4 (5). ირლანდია 84,40
5 (6). სამხრეთ აფრიკა 82,66
6 (3). ინგლისი 82,35
7 (7). საფრანგეთი 81,12
8 (8). არგენტინა 79,66
9 (12). შოტლანდია 79,05
10 (9). ფიჯი 76,96
11 (10). სამოა 74,67
12 (11). იაპონია 73,01
13 (14). ტონგა 72,43
14 (15). იტალია 71,46
15 (13). საქართველო 71,35
16 (16). აშშ 69,20
17 (17). რუმინეთი 66,28
18 (18). კანადა 64,24
19 (19). ურუგვაი 62,11
20 (20). ნამიბია 61,85
21 (21). ესპანეთი 61,54
22 (22). რუსეთი 61,10
...