ფეხბურთი

17:50 | 28.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

ალადაშვილი სახლში დამარცხდა

რუსეთის საფეხბურთო პირველი დივიზიონის მე-13 ტურში, ხაბაროვსკის “სკა-ენერგია” სახლში “ტოსნოსთან” 0:1 დამარცხდა.

მარჯვენა მცველი კახა ალადაშვილი მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და 79-ე წუთზე შეცვალეს. ნახევარმცველი გოჩა ხოჯავა “სკა-ენერგიას” დისკვალიფიკაციის გამო ვერ დაეხმარა. “სკა-ენერგიას” 12 ქულით 20 გუნდში მე-15 ადგილი უკავია.

ტომსკის “ტომმა” გასვლაზე ვლადივოსტოკის “ლუჩ-ენერგიას” 3:0 აჯობა. ფორვარდმა ანზორ სანაიამ, რომელიც რუსეთის მოქალაქეა, გამარჯვებულთა რიგებში ორი ტაიმი ითამაშა და 56-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. “ტომი” გათამაშებას 29 ქულით ლიდერობს.

მოსკოვის “სპარტაკი 2” ნაბერეჟნიე ჩელნის ესტუმრა, სადაც ადგილობრივ “კამაზთან” 0:1 წააგო. ნახევარმცველი გიორგი მელქაძე მოსკოველთა სასტარტო შემადგენლობაში იმყოფებოდა და 42-ე წუთზე გააფრთხილეს, ხოლო 64-ე წუთზე შეცვალეს. “სპარტაკი 2” 22 ქულით მე-5 პოზიციაზეა.

0.112255