ფეხბურთი

16:09 | 28.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჭიაბრიშვილმა “მიდტიულანდისთვის” შემადგენლობა შეარჩია

“საბურთალოს” მთავარმა მწვრთნელმა გია ჭიაბრიშვილმა იმ ფეხბურთელთა ვინაობა დაასახელა, რომლებიც უეფას ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგის პირველ ეტაპზე დანიაში “მიდტიულანდთან” პირველი მატჩის ჩასატარებლად გაემგზავრებიან.

საბურთალოელთა პრესსამსახურის ინფორმაციით, ჭიაბრიშვილმა შემდეგი მოთამაშეები შეარჩია:

მეკარეები: ბექა ქურდაძე - 1997 წელს დაბადებული (№1), ლუკა სანიკიძე – 1998, (№23).

მცველები: გაგი მარგველაშვილი – 1996,(№4), გრიგოლ ჩაბრაძე – 1996 (№13), ომარ ბულუხაძე – 1998 (№16), ლუკა ლაკვეხელიანი – 1998 (№31), მიხეილ ვაჭარაძე - 1997 (№28).

ნახევარმცველები: სანდრო ალთუნაშვილი – 1997 (№22), ლუკა ბაკურაძე – 1998 (№30), ირაკლი ბიძინაშვილი - 1997 (№14), ბექა გვარაძე – 1997 (№26), გიორგი ხარაიშვილი – 1997 (№10), გიორგი კოხრეიძე – 1998 (№25), ვლადიმერ მამუჩაშვილი – 1997 (№7), ბექა ნიკოლაშვილი – 1998 (№6).

თავდამსხმელები: გურამ გოშთელიანი – 1997 (№8), თემურ ჩოგაძე – 1998 (№34).

“საბურთალო” დანიაში 29 სექტემბერს გამთენიისას გაემგზავრება, ხოლო მატჩი 30 სექტემბერს “ვუნდერელფ არენაზე” შედგება და თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. საპასუხო დაპირისპირება 21 ოქტომბერს ჩატარდება.

პირველი ეტაპის დაძლევის შემთხვევაში, “საბურთალო” მეორე ეტაპზე პოლონეთის “ლეგიასა” და ბულგარეთის “ლიტექსს” შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

0.123304