ფეხბურთი

3:44 | 28.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბასკები უგოლოდ დაზავდნენ

ესპანეთის ჩემპიონატის მე-6 ტურის მესამე სათამაშო დღეს წამყვანი კლუბები არ თამაშობდნენ, თუმცა ერთი შეხვედრა მაინც დიდ ინტერესს იწვევდა.

“სოსიედადი” საკუთარ მოედანზე ბასკურ დერბიში “ბილბაოს” დაუპირისპირდა და უგოლოდ გაეყარა. შეხვედრა დაძაბული გამოდგა, თუმცა ცოტა მომენტი იქნებოდოდა. პირველ ნახევარში უფრო სტუმრები აქტიუროდნენ და ერთ ეპიზოდში რაულ გარსიას შეეძლო გატანა, მაგრამ ოდნავ ააცილა. ერთ მომენტში კი, “ლომები” ილარამენდიზე ხელით თამაშის დაფიქსირებასა და პენალტის დანიშვნას ითხოვდნენ, თუმცა მსაჯის სასტვენი დუმდა.

მეორე ტაიმში უკეთესი მომენტები მასპინძლებს შეექმნათ. სერხიო კანალესს ოდნავ უმტყუნა მიზანმა, ხოლო შეცვლაზე შემოსულმა ჯონათასმა ირაისოსს ვერ აჯობა და შეხვედრის გმირად ვერ იქცა – 0:0.

“ხეტაფემ” შინ “ლევანტე” მიიღო და დიდი ანგარიშით დაამარცხა, თუმცა შეხვედრა მე-80 წუთამდე უგოლოდ მიმდინარეობდა. მასპინძლებს შეცვლაზე შემოსულმა ფეხბურთელებმა მოაგებინეს, 81-ე წუთზე სტუმართა წინააღმდეგობა ალვარო ვაზკესმა გატეხა. მსაჯის მიერ პირველ დამატებულ წუთზე ბუენდიამ გაიტანა, ხოლო ერთ წუთში ვაზკესმა დუბლი გაიფორმა – 3:0.

წინა მატჩის ანგარიში დაფიქსირდა “რიასორზეც”, სადაც ადგილობრივმა “დეპორტივომ” კატალონიური “ესპანიოლი” არ დაინდო. ანგარიში მე-14 წუთზე ალვარო გონსალესის ავტოგოლის შედეგად გაიხსნა, ხოლო 27-ე და 47-ე წუთებზე ლუკას პერესმა დუბლი გაიფორმა – 3:0. “დეპორტივოს” მშვენიერი სტარტი გამოუვიდა – 11 ქულა და მე-6 ადგილი.

დღის გახსნით მატჩში “ხიხონი” ანდალუსიურ “ბეტისს” მასპინძლობდა და აბელარდოს შეგირდებმა ტაიმი კარლოს კასტროს გოლით მოიგეს. მეორე ნახევარი ანდალუსიელთათვის შესანიშნავად დაიწყო და პირველივე შეტევისას, ლეგენდარულმა ხოაკინ სანჩესმა თავური დარტყმით წონასწრობა აღადგინა. საგოლე გადაცემა რუბენ კასტრომ ჩაიწერა აქტივში, რომელმაც 10 წუთში გოლის გატანაც მოახერხა და თავის გუნდს მოაგებინა - 1:2.

ხიხონი – ბეტისი 1:2 (1:0)

ხიხონი, “ელ მოლინონი”

ხიხონი (4-2-3-1): ალბერტო, მერე (პ.პერესი 81), ლ.ერნანდესი, ი.ლოპესი (გერერო 62), ლორა, კასესი, ს.ალვარესი, ხონათანი (მუნიზი 76), ჰალილოვიჩი, მენენდეზი, კ.კასტრო.
მწვრთნელი: აბელარდო ერნანდესი

ბეტისი (4-2-3-1): ადანი, ბ.გონსალესი, ვესტერმანი, პიცინი, ვარელა, სებალიოსი (პეტროსი 70), პორტილიო, ნ’დიაიე, სეხუდო (ხ.ტორესი 87), ხოაკინი (მოლინა 78), რ.კასტრო.
მწვრთნელი: პეპე მელი

გოლები: 1:0 კ.კასტრო (17), 1:1 ხოაკინი (46), 1:2 რ.კასტრო (57)
გაფრთხილებები: კასესი – ნ’დიაიე
მსაჯი: ხუან მარტინეს მუნუერა

დეპორტივო – ესპანიოლი 3:0 (2:0)

ლა კორუნია, “რიასორი”

დეპორტივო (4-4-2): ლუქსი, ფ.ნავარო (ლაურე 56), ლოპო, სიდნეი, ხუანფრანი, მოსკერა (ბერგენტინოსი 62), ბორგესი, ლ.ალბერტო, ფაჟრი, ო.რიერა, ლ.პერესი (კარტაბია 68).
მწვრთნელი: ვიქტორ სანჩესი

ესპანიოლი (4-4-2): პაუ, როკო, ა.გონსალესი, რ.კორეა, დუარტე, ვ.სანჩესი (სილა 57), დიოპი, ვ.ალვარესი (ბურგუი 55), ასენსიო, კაისედო (ჰ.პერესი 46), ხ.მორენო.
მწვრთნელი: სერხიო გონსალესი

გოლები: 1:0 ა.გონსალესი (14 ს.კ.), 2:0;3:0 ლ.პერესი (27;47)
გაფრთხილებები: ლოპო, ლაურე, ბერგენტინოსი – ასენსიო, როკო, დუარტე, დიოპი
გაძევება: დიოპი (79)
მსაჯი: ხოსე სანჩესი

ხეტაფე – ლევანტე 3:0 (0:0)

ხეტაფე, “კოლიზეუმ ალფონსო პერესი”

ხეტაფე (4-2-3-1): გუაიტა, ნობლეიასი, დ.სუარესი, ალექსისი, ვერჯინი, ხ.როდრიგესი, მედრანი, ლეონი (სარაბია 66), ვ.როდრიგესი, ლაფიტა (ა.ვაზკესი 76), სცეპოვიჩი (ბუენდია 87).
მწვრთნელი: ფრან ესკრიბა

ლევანტე (5-3-2): რუბენი, ტრახილიო (ი.ლოპესი 38), ფედალი, სიმაო, ტონიო, მორალესი, კამარასა (როჟერი 83), ხოსე მარი, ლერმა, დეივერსონი (გილასი 78), კასადედუსი.
მწვრთნელი: ლუკას ალკარაზი

გოლები: 1:0;3:0 ა.ვაზკესი (81;92), 2:0 ბუენდია (91)
გაფრთხილებები: მედრანი, ნობლეიასი – კამარასა, ფედალი, ტონიო
მსაჯი: ხაიმე ლატრე

სოსიედადი – ბილბაო 0:0

სან-სებასტიანი, “ანოეტა”

სოსიედადი (4-2-3-1): რული, რეიესი, ი.მარტინესი, დე ლა ბელა, ა.ელუსტონდო, ილარამენდი, პარდო, კანალესი (ბრუმა 73), ველა (ზურუტუზა 73), პრიეტო, აგირეჩე (ჯონათასი 87).
მწვრთნელი: დევიდ მოიესი

ბილბაო (4-2-3-1): ირაისოსი, ლაპორტე, ეჩიტა, დე მარკოსი, ბალენსიაგა, ბენიატი (იტურასპე 81), სან ხოსე, საბინი (უილიამსი 72), სუსაეტა (ლ.მარტინესი 91), რ.გარსია, ადურისი.
მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე

გაფრთხილებები: ილარამენდი, პარდო, ი.მარტინესი – ბენიატი, რ.გარსია, უილიამსი, ეჩიტა
მსაჯი: ველასკო კარბალიო

თეგებილა ლიგა
0.207344