ჩოგბურთი

1:16 | 28.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილი მალაიზიური ტურნირის ძირითად ბადეშია

ვაჟთა შორის საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი მალაიზიის დედაქალაქ კუალა-ლუმპურში იმყოფება და მომავალი კვირიდან საერთაშორისო ტურნირში ჩაებმება, რომლის საპრიზო ფონდიც 1 041 540 დოლარია.

სასიხარულოა, რომ თავისი რეიტინგიდან გამომდინარე, 23 წლის ბასილაშვილი MALAYSIAN OPEN-ის ძირითად ბადეშია დაშვებული და პირველ წრეში ყაზახ ალეკსანდრ ნედოვესოვს ეთამაშება.

თუკი ნიკოლოზმა საწყისი რაუნდი დასძლია, 20 სარეიტინგო ქულას გამოიმუშავებს და მერვედფინალში მე-3 რეიტინგის მქონე ხორვატ ივო კარლოვიჩს გაეჯიბრება.

ცნობისთვის, ბასილაშვილს 561 ქულა აქვს და მსოფლიო რეიტინგში 96-ე ადგილი უკავია, ყაზახი ნედოვესოვი კი 475 ქულით 114-ეა.

0.119973