ფეხბურთი

18:50 | 27.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

“რომას” გამარჯვება ძვირად დაუჯდა

იტალიის ვიცე-ჩემპიონმა “რომამ” შაბათს “კარპი” 5:1 გაანადგურა, თუმცა ერთბაშად სამი ფეხბურთელი მოისაკლისა. როგორც რომაული გუნდის ვებგვერდი იტყობინება, დედაქალაქელთა კაპიტანი ფრანჩესკო ტოტი ერთი თვე იუქმებს.

“დაბადების დღეს უკეთეს ვისურვებდი, თუმცა ფეხბურთში ასეთი სახის პრობლემებიცაა”, - აღნიშნა გულდაწყვეტილმა ტოტიმ.

ფრანჩესკო ზემოთხსენებულ მატჩში 46-ე წუთზე ბოსნიელი ედინ ჯეკოს ნაცვალდ ჩაერთო, რომელიც ასე ტრავმის გამო იქნა შეცვლილი. ჯეკოს ამჟამინდელი ინფორმაციით, სამი კვირა გაუცდება. ხოლო მალელი ნახევარმცველი სეიდუ კეიტა ლაზარეთში ორ კვირას დაჰყოფს.

სამივე ფეხბურთელს ჩემპიონთა ლიგაზე “ბატესთან” და იტალიის ჩემპიონატში “პალერმოსთან” გასამართი მატჩები გაუცდებათ, ხოლო შემდეგ სანაკრებო პაუზის ჯერი დგება და “რომას” ბანაკშიც იმედოვნებენ, რომ მათი მოთამაშეები გამოჯანმრთელებას მოასწრებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.127291