“ნიუ იორკ ნიქსის” მთავარმა მწვრთნელმა დერეკ ფიშერმა გუნდის ახალწვეულ კრისტაპს პორზინგისის შესახებ ისაუბრა.
“ის ვარჯიშზე ძალ-ღონეს არ იშურებს. ჩვენ მოხარულები ვართ მისი დამოკიდებულებით. პორზინგისი უსაინ ბოლტის ვიდეოებს უყურებს და ცდილობს თავისი სირბილის ტექნიკა დახვეწოს. ის ბეჯითი კალათბურთელია. ლატვიელი ყოველ დილით ვარჯიშზე პირველი მოდის 7:30 საათზე. ვფიქრობ ყვეალფერი კარგად იქნება”- განაცხადა ფიშერმა.
20 წლის ლატვიელი კრისტაპს პორზინგისი (221 სმ) “ნიუ იორკ ნიქსმა” დრაფტზე მეოთხე ნომრად აირჩია. ლატვიელი 2011-15 წლებში ესპანური “სევილიის” ღირსებას იცავდა.