ფეხბურთი

16:34 | 27.09.2015 | ნანახია NaN - ჯერ

მჭედლიძემ ვარჯიში დაიწყო, ჯერ ინდივიდუალურად

იტალიური “ემპოლისა” და საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ლევან მჭედლიძე გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიშს მომავალი კვირიდან შეძლებს. ამის შესახებ ინტერნეტპორტალი www.iltirreno.gelocal.it-ი წერს. ამავე წყაროს ცნობით, 26 წლის ქართველი ფორვარდი ამჟამად ინდივიდუალურად ვარჯიშობს, ხოლო მის მწვანე მინდორზე საბოლოო დაბრუნებას კი 4 ოქტომბერს, “სასუოლოსთან” საშინაო მატჩში ვარაუდობენ.

შეგახსენებთ, მჭედლიძემ ტრავმა 7 სექტემბერს, ირლანდიასთან შეხვედრის ბოლო წუთებში მიიღო და მას შემდეგ არ უთამაშია.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.066691