“ტოკიოს” ტურნირის ფინალში პოლონელმა აგნეშკა რადვანსკამ შვეიცარიელი ბელინდა ბენჩიჩი 6:2, 6:2 დაამარცხა და კარიერაში მეთხუთმეტე ტიტული მოიპოვა.
შეხვედრა საათსა და 27 წუთს გაგრძელდა. რადვანსკას 6 ეისი და ერთი ორმაგი შეცდომა ჰქონდა, ბენჩიჩმა ორი ეისი და ამდენივე ორმაგი შეცდომა დაუშვა.
ფინალის შემდეგ აგამ მცირე კომენტარი გააკეთა.
“ბედნიერი ვარ, რომ ამ გამარჯვებით საუკეთესო ათ ჩოგბურთელში დავბრუნდი. ტურში ბევრი ახალგაზრდა და ნიჭიერი ჩოგბურელია, რომლებიც საუკეთესო ათეულში მოხვედრას იმსახურებენ”.
აგნეშკამ “ტოკიოს” ტურნირი მეორედ მოიპოვა (2011, 2015). ტურნირის საპრიზო ფონდი 1 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენდა.