კალათბურთი

11:03 | 27.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

ცინცაძემ “გრაველინ-დიუნკერკს” 23 ქულა შეაშველა

გიორგი ცინცაძის “გრაველინ-დიუნკერკი” სეზონისწინა DLSI CUP-ის გამარჯვებული გახდა, რაშიც ქართველმა კალათბურთელმა სოლიდური წვლილი დაიდო. ცინცაძემ ნახევარფინალსა და ფინალში, ჯამში 23 ქულა მიითვალა.

ნახევარფინალში გრაველინელები “ნანსის” დაუპირისპირდნენ და 84:80 იმარჯვეს, ქართველმა უკანახაზელმა კი 16 ქულა მიითვალა. გადამწყვეტ შეხვედრაში ცინცაძის კლუბის მეტოქე ბელგიური “მონსი” იყო, რომელმაც გზიდან “ლე ავრი ჩამოიცილა”.

ფინალში დიდი ბრძოლა აღარ ყოფილა. “გრაველინ-დიუნკერკმა” მეტოქეს 86:67 სძლია, ცინცაძის მონაგარი კი 7 ქულა და 4 მოხსნა გახლდათ.

საფრანგეთის ჩემპიონატი სტარტს 2 ოქტომბერს აიღებს, გრაველინელთა პირველი მეტოქე კი “რუენი” იქნება.

0.112328