ჩოგბურთი

10:50 | 27.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

შაფათავამ და გორგოძემ უკრაინული ტურნირი მოიგეს

ქართველმა ჩოგბურთელმა სოფო შაფათავამ ბოლო 3 კვირის განმავლობაში, წყვილთა შორის, მე-3 საერთაშორისო ტურნირი მოიგო და თანაც, ამჯერად, წარმატებას თანამემამულე ეკატერინე გორგოძესთან ერთად მიაღწია.

შაფათავა და გორგოძე უკრაინულ ბუჩაში გამართულ შეჯიბრზე (საპრიზო ფონდი 25 ათასი დოლარი) პირველ ნომრად იყვნენ განთესილნი და ტიტული დამაჯერებლად მოიგეს.

ქართულმა წყვილმა ბუჩაში ერთადერთი სეტი დათმო, ფინალში კი მე-2 რეიტინგის მქონე უკრაინულ დუეტს (იანჩუკი-ვასილიევა) 7:5, 6:2 სძლიეს.

საინტერესოა, რომ გასულ კვირეებში შაფათავა ტურნირებს სწორედ ანასტასია ვასილიევასთან წყვილში იგებდა.

0.127871