სამხრეთ აფრიკის ნაკრებმა მსოფლიო თასის პირველ ტურში იაპონიისგან განცდილი სენსაციური მარცხის შემდეგ, მეორე ტურში ძლიერ სამოას ექვსი ლელო გაუტანა და პრემიალური ქულით იმარჯვა, რითაც ჯგუფიდან გასვლისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.
აფრიკელებმა პრაგმატული რაგბი ითამაშეს და პირველ ტაიმში ჯარიმებით ქულების აღება არ ითაკილეს, რამაც შედეგი მოიტანა. მართალია მათ ადრეულ ჯარიმას სამოელებმა ორი ზუსტი დარტყმით უპასუხეს და 6:3 დაწინაურდნენ, მაგრამ ამ 12 წუთის შედეგ კუნძულელებმა ქულაც ვერ აიღეს. მე-15 წუთზე ჯეი პი პიტერსენმა მეტოქის დაგვიანებული გრძელი გადაცემა ჩაჭრა და ლელომდე ირბინა. პოლარდს გარდასახვა გაუფუჭდა, მაგრამ მერე სამი ჯარიმა შეასრულა და “ბოკემ” ტაიმი 17:6 მოიგო.
აფრიკამ უპირატესობა იგრძნო და მეორე ტაიმში უკვე ლელოებზე ითამაშა. მათ ხელსაყრელი პოზიციიდან, მეტოქის 22-დან ჯარიმა აუტში გადაიტანეს, იქიდან რამდენიმე დარტყმის შემდეგ ფლანგზე მეტობა გაითამაშეს და პიტეტსენმა დუბლი შეასრულა. გარდასახვა ზუსტი იყო და 24:6 მე-60-ე წუთამდე შენარჩუნდა, მერე კი, “ბოკემ” გაილაღა. სამოელებმა ბრაიან ჰაბანას ლელო არ გაატანინეს, მაგრამ საკუთარი ჩათვლის მოედნიდან 5 მეტრში დერეფანში ბურთი ცუდად ააგდეს და სკალკ ბერგერმა თავისი გუნდი პრემიალურ ლელოს მიუახლოვა.
პრემიალური ლელო 71-ე წუთზე შეცვლაზე შესულმა ბურჯმა სხალკ ბრიცმა გაიტანა. “ბოკემ” ხანგრძლივი იერიშის შემდეგ ჯარიმა აუტში გადაიტანა და 5 მეტრი მოლით იოლად გაიარა. 78-ე წუთზე სამოამ მეტოქის 17-ფაზიანი შეტევა 5 მეტრში ჯარიმით შეაჩერა, ამჯერად კუნძულელებმა მოლი შეაჩერეს, მაგრამ იქიდან გამოტანილი ბურთი ალამთან პიტერსენმა დაამიწა და ჰეთ-თრიკი შეასრულა. “ბოკე” არ დაოკდა და გადაცილებულ მე-3 წუთზე მეექვსე ლელო ჰაბანამ მიითვალა, რომელმაც კონტრშეტევა ჩვეული გარბენით დაასრულა - 46:6.
2015 წლის მსოფლიო თასი
ა ჯგუფი
26 სექტემბერი
ინგლისი - უელსი
ინგლისი: 15. მაიქ ბრაუნი, 14. ენთონი ვოთსონი, 13. ბრედ ბარითი, 12. სემ ბერჯესი, 11. ჯონი მეი, 10. ოუენ ფარელი, 9. ბენ იანგსი; 1. ჯო მარლერი, 2. თომ იანგსი, 3. დენ ქოული, 4. ჯეფ პარლინგი, 5. ქორთნი ლოზი, 6. თომ ვუდი, 7. ქრის რობშოუ, 8. ბილი ვუნიპოლა.
სათადარიგოები: 16. რობ ვებერი, 17. მაკო ვუნიპოლა, 18. ქიარან ბრუქსი, 19. ჯო ლონჩბრი, 20. ჯეიმზ ჰასქელი; 21. რიჩარდ ვიგლსვორსი, 22. ჯორჯ ფორდი, 23. ალექს გუდი.
უელი: 15. ლიამ ვილიამსი, 14. ჯორჯ ნორსი, 13. სქოთ ვილიამსი, 12. ჯემი რობერთსი, 11. ჰალემ ამოსი, 10. დენ ბიგარი, 9. გარეს დევისი; 1. გეთინ ჯენქინსი, 2. სქოთ ბოლდვინი, 3. თომ ფრენსისი, 4. ბრედლი დევისი, 5. ალუნ-ვინ ჯოუნზი, 6. დენ ლიდიეთი, 7. სემ ვორბერთონი, 8. ტაულუპე ფალეტაუ.
სათადარიგოები: 16. ქენ ოუენსი, 17. არონ ჯარვისი, 18. სემსონ ლი, 19. ლუქ ჩართერისი, 20. ჯასთინ თიპურიქი; 21. ჰლოიდ ვილიამსი, 22. რის პრისთლენდი, 23. ალექს ქასბერთი.
| ||||||||
1. | უელსი | 1 | 1 | 0 | 0 | 54:9 | 5 |
|
2. | ინგლისი | 1 | 1 | 0 | 0 | 35:11 | 5 |
|
3. | ავსტრალია | 1 | 1 | 0 | 0 | 28:13 | 4 |
|
4. | ფიჯი | 2 | 0 | 0 | 2 | 24:63 | 0 |
|
5. | ურუგვაი | 1 | 0 | 0 | 1 | 9:54 | 0 |
|
27 სექტემბერი
ავსტრალია - ურუგვაი
ბ ჯგუფი
26 სექეტმბერი
სამხრეთ აფრიკა - სამოა 46:6 (17:6)
სამხრეთ აფრიკა: 15. ვილი ლერუ, 14. ჯეი პი პიტერსენი, 13. ჟან დე ვილიერსი, 12. დამიან დეალენდე, 11. ბრაიან ჰაბანა, 10. ჰანდრე პოლარდი, 9. ფური დიუპრე; 1. ტენდაი “ბისთ” მთავარირა, 2. ადრიან სტრაუსი, 3. იანი დიუ პლესი, 4. იბენ ეცებეთი, 5. ვიკტორ მეტფილდი, 6. ფრანსუა ლოუ, 7. სკალკ ბერგერი, 8. დვეინ ფერმიულენი.
სათადარიგოები: 16. სხალკ ბრიცი, 17. ტრევორ ნიაკანე, 18. ფრანს მალჰერბე, 19. ლუუდ დე იახერი, 20. სია კოლისი; 21. რუან პინარი, 22. პეთ ლემბი, 23. ჯესი კრილი.
6 ლელო: პიტერსენი (3), ბერგერი, ბრიცი, ჰაბანა
2 გარდასახვა: პოლარდი, ლემბი
4 ჯარიმა: პოლარდი
სამოა: 15. თიმ ნანაი-ვილიამსი, 14. ქენ პისი, 13. პოლ პერესი, 12. რეი ლილო, 11. ალესანა ტუილანგი, 10. მაიქლ სთენლი, 9. ქაენ ფოტუალიჰი; 1. საკარია ტაულაფო, 2. მოტუ მატუჰუ, 3. ენთონი პერენისე, 4. ფილო პაულო, 5. იოსეფა “ჯო” ტეკორი, 6. თიჯეი იოანე, 7. ჯექ ლემი, 8. ოფისა ტრევირანუსი.
სათადარიგოები: 16. ოლე ავეი, 17. ვილიამუ აფატია, 18. სენსას ჯონსთონი, 19. ფაიფილი ლევავე, 20. ვავაე ტუილანგი; 21. ვავაო აფემაი, 22. ტუსიატა პისი, 23. ჯორჯ პისი.
2 ჯარიმა: სთენლი
1. | სამხრეთ აფრიკა | 2 | 1 | 0 | 1 | 78:40 | 7 |
|
2. | შოტლანდია | 1 | 1 | 0 | 0 | 45:10 | 5 |
|
3. | სამოა | 2 | 1 | 0 | 1 | 31:62 | 4 |
|
4. | იაპონია | 2 | 1 | 0 | 1 | 44:77 | 4 |
|
5. | აშშ | 1 | 0 | 0 | 1 | 16:25 | 0 |
|
27 სექტემბერი
შოტლანდია - აშშ
1. | ახალი ზელანდია | 2 | 2 | 0 | 0 | 84:30 | 9 |
|
2. | არგენტინა | 2 | 1 | 0 | 1 | 70:35 | 5 |
|
3. | საქართველო | 2 | 1 | 0 | 1 | 26:64 | 4 |
|
4. | ტონგა | 1 | 0 | 0 | 1 | 10:17 | 1 |
|
5. | ნამიბია | 1 | 0 | 0 | 1 | 14:58 | 0 |
|
გ ჯგუფი
29 სექტემბერი
ტონგა - ნამიბია
დ ჯგუფი
26 სექტემბერი
იტალია - კანადა 23:18 (13:10)
იტალია: 15. ლუქ მაკლეინი, 14. ლეონარდო სარტო, 13. ტომაზო ბენვენუტი, 12. გონსალო გარსია, 11. ჯოვანბატისტა ვენდიტი, 10. ტომაზო ალენი, 9. ედოარდო გორი; 1. მიკელე რიძო, 2. ლეონარდო გირალდინი, 3. ლორენცო ჩიტადინი, 4. ქვენთინ ხელდენჰეისი, 5. ჯოშუა ფურნო, 6. ალესანდრო ძანი, 7. ფრანჩესკო მინტო, 8. სამუელა ვუნისა.
სათადარიგოები: 16. დავიდე ჯაძონი, 17. მატიას აგუერო, 18. მარტინ კასტროჯოვანი, 19. მარკო ფუზერი, 20. მაურო ბერგამასკო; 21. გულიელმო პალაძანი, 22. კარლო კანა, 23. მიკელე კამპანიარო.
2 ლელო: რიძო, გარსია
2 გარდასახვა: ალენი
3 ჯარიმა: ალენი
კანადა: 15. მეთ ევანსი, 14. ფილ მაკქენზი, 13. ქიარან ჰერნი, 12. ქონორ ბრეიდი, 11. დითიეიჩ ფან დე მერვე, 10. ნეითან ჰირაიამა, 9. ჯემი მაკქენზი; 1. ჰიუბერთ ბაიდენსი, 2. რეი ბარქვილი, 3. დაგ ვულდრიჯი, 4. ჯებ სინქლერი, 5. ჯემი ქადმორი, 6. ნინიაკ დალა, 7. ჯონ მუნლაითი, 8. თაილერ არდრონი.
სათადარიგოები: 16. არონ ქარპენთერი, 17. ჯასთის სიერს-დურუ, 18. ენდრიუ თიდემანი, 19. ევან ოლმსთედი, 20. ქაილ გილმორი; 21. ფილ მექი, 22. ქონორ თრეინორი, 23. ჰარი ჯოუნზი.
2 ლელო: ფან დე მერვე, ევანსი
1 გარდასახვა: ჰირაიამა
2 ჯარიმა: ჰირაიამა
1. | საფრანგეთი | 2 | 2 | 0 | 0 | 70:21 | 9 |
|
2. | ირლანდია | 1 | 1 | 0 | 0 | 50:7 | 5 |
|
3. | იტალია | 2 | 1 | 0 | 1 | 33:50 | 4 |
|
4. | კანადა | 2 | 0 | 0 | 2 | 25:73 | 1 |
|
5. | რუმინეთი | 1 | 0 | 0 | 1 | 11:38 | 0 |
|
27 სექტემბერი
ირლანდია - რუმინეთი