კანადის ნაკრებმა იტალიას დიდი ბრძოლა გაუმართა, სტატისტიკურ მაჩვენებლებში აჯობა, თუმცა, რეალურად, მხოლოდ ტაიმების საწყისი წუთები ჩაატარა მაღალ დონეზე და მცირედით დამარცხდა.
პირველ ტაიმში ყველაზე საინტერესო მე-14-დან მე-17 წუთამდე ინტერვალი აღმოჩნდა. ანგარიში ჰაირაიამამ ჯარიმით გახსნა, იტალიამ ბურთი თამაშში რომ შეიყვანა, საკუთარი 22-დან, მარცხენა ფრთიდან ფან დე მერვე დაიძრა, ცენტრალური ხაზი გადაკვეთა, ბურთი ქიარან ჰერნისთან გაითამაშა და თავისი დაწყებული იერიში ძელებსშუა ლელოთი დაასრულა. ჰაირაიამას გარდასახვა არ გაჭირვებია - 0:10.
თამაშის მსვლელობიდან გამომდინარე, ეს ლოგიკური ანგარიში იყო, მაგრამ კვლავ რომ განახლდა თამაში და კანადელებმა ფეხით ითამაშეს, ედოარდო გორიმ რაქიდან აიტაცა ბურთი და მაღალ სიჩქარეზე დაიძრა, ჩრდილოამერიკელებს ბოჭვები გაუფუჭდათ და ის მხოლოდ ლელოდან 10 მეტრში შეაჩერეს,მაგრამ წაქცეულმა ოვალი მიკელე რიძოს ამოუგდო და სიჩქარეაკრეფილ ბურჯს აბა ვინღა შეაჩერებდა. ალანმა ზუსტ გარდასახვას 25-ე წუთზე ჯარიმა მიაყოლა, ხოლო მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე ჯარიმით იტალია პირველად დააწინაურა.
მეორე ტაიმი კანადამ კვლავ მძლავრად დაიწყო და 4 წუთში დაწინაურდა. კანადელებმა ცენტრალური ხაზის სიახლოვეს დერეფანი კარგად გაითამაშეს, იერიში მარცხენა ფლანგზე გაშალეს, იტალიელს ბოჭვა გაუცუდდა, მეთ ევანსმა ხაზი გაჭრა და ლელოში ალამთან შეხტა. გარდასახვა არაზუსტი იყო. იტალიამლელოთი 58-ე წუთზე უპასუხა. ევანსი ფეხით თამაშისას შეცდა და დერეფანი მისი 22-ის ხაზზე დაინიშნა. ლეონარდო გირალდინიმ შეუტია და 5 მეტრამდე მივიდა, ორი დარტყმის შემდეგ ბურთი გონსალო გარსიას მიუვიდა ლელოში შეხტა. ალენის გარდასახვა ზუსტი იყო. კანადა ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდა, მეტოქის 22-ში თამაშობდა და იტალია რომ დაჯარიმდა, ლელოზე თამაშს 3 ქულის აღება არჩია. მაგრამ მათ მეტი შანსი აღარ მიეცათ, სულ ბოლოს ჯარიმა იტალიამაც შეასრულა და 23:18 იმარჯვა, რითაც თავად 4, ხოლო კანადას 1 პრემიალური ქულა შეხვდა.
2015 წლის მსოფლიო თასი
ა ჯგუფი
26 სექტემბერი
ინგლისი - უელსი
ინგლისი: 15. მაიქ ბრაუნი, 14. ენთონი ვოთსონი, 13. ბრედ ბარითი, 12. სემ ბერჯესი, 11. ჯონი მეი, 10. ოუენ ფარელი, 9. ბენ იანგსი; 1. ჯო მარლერი, 2. თომ იანგსი, 3. დენ ქოული, 4. ჯეფ პარლინგი, 5. ქორთნი ლოზი, 6. თომ ვუდი, 7. ქრის რობშოუ, 8. ბილი ვუნიპოლა.
სათადარიგოები: 16. რობ ვებერი, 17. მაკო ვუნიპოლა, 18. ქიარან ბრუქსი, 19. ჯო ლონჩბრი, 20. ჯეიმზ ჰასქელი; 21. რიჩარდ ვიგლსვორსი, 22. ჯორჯ ფორდი, 23. ალექს გუდი.
უელი: 15. ლიამ ვილიამსი, 14. ჯორჯ ნორსი, 13. სქოთ ვილიამსი, 12. ჯემი რობერთსი, 11. ჰალემ ამოსი, 10. დენ ბიგარი, 9. გარეს დევისი; 1. გეთინ ჯენქინსი, 2. სქოთ ბოლდვინი, 3. თომ ფრენსისი, 4. ბრედლი დევისი, 5. ალუნ-ვინ ჯოუნზი, 6. დენ ლიდიეთი, 7. სემ ვორბერთონი, 8. ტაულუპე ფალეტაუ.
სათადარიგოები: 16. ქენ ოუენსი, 17. არონ ჯარვისი, 18. სემსონ ლი, 19. ლუქ ჩართერისი, 20. ჯასთინ თიპურიქი; 21. ჰლოიდ ვილიამსი, 22. რის პრისთლენდი, 23. ალექს ქასბერთი.
1. | უელსი | 1 | 1 | 0 | 0 | 54:9 | 5 | |
2. | ინგლისი | 1 | 1 | 0 | 0 | 35:11 | 5 | |
3. | ავსტრალია | 1 | 1 | 0 | 0 | 28:13 | 4 | |
4. | ფიჯი | 2 | 0 | 0 | 2 | 24:63 | 0 | |
5. | ურუგვაი | 1 | 0 | 0 | 1 | 9:54 | 0 |
27 სექტემბერი
ავსტრალია - ურუგვაი
ბ ჯგუფი
26 სექეტმბერი
სამხრეთ აფრიკა - სამოა
სამხრეთ აფრიკა: 15. ვილი ლერუ, 14. ჯეი პი პიტერსენი, 13. ჟან დე ვილიერსი, 12. დამიან დეალენდე, 11. ბრაიან ჰაბანა, 10. ჰანდრე პოლარდი, 9. ფური დიუპრე; 1. ტენდაი “ბისთ” მთავარირა, 2. ადრიან სტრაუსი, 3. იანი დიუ პლესი, 4. იბენ ეცებეთი, 5. ვიკტორ მეტფილდი, 6. ფრანსუა ლოუ, 7. სკალკ ბერგერი, 8. დვეინ ფერმიულენი.
სათადარიგოები: 16. სხალკ ბრიცი, 17. ტრევორ ნიაკანე, 18. ფრანს მალჰერბე, 19. ლუუდ დე იახერი, 20. სია კოლისი; 21. რუან პინარი, 22. პეთ ლემბი, 23. ჯესი კრილი.
სამოა: 15. თიმ ნანაი-ვილიამსი, 14. ქენ პისი, 13. პოლ პერესი, 12. რეი ლილო, 11. ალესანა ტუილანგი, 10. მაიქლ სთენლი, 9. ქაენ ფოტუალიჰი; 1. საკარია ტაულაფო, 2. მოტუ მატუჰუ, 3. ენთონი პერენისე, 4. ფილო პაულო, 5. იოსეფა “ჯო” ტეკორი, 6. თიჯეი იოანე, 7. ჯექ ლემი, 8. ოფისა ტრევირანუსი.
სათადარიგოები: 16. ოლე ავეი, 17. ვილიამუ აფატია, 18. სენსას ჯონსთონი, 19. ფაიფილი ლევავე, 20. ვავაე ტუილანგი; 21. ვავაო აფემაი, 22. ტუსიატა პისი, 23. ჯორჯ პისი.
1. | შოტლანდია | 1 | 1 | 0 | 0 | 45:10 | 5 | |
2. | სამოა | 1 | 1 | 0 | 0 | 25:16 | 4 | |
3. | იაპონია | 2 | 1 | 0 | 1 | 44:77 | 4 | |
4. | სამხრეთ აფრიკა | 1 | 0 | 0 | 1 | 32:34 | 2 | |
5. | აშშ | 1 | 0 | 0 | 1 | 16:25 | 0 |
27 სექტემბერი
შოტლანდია - აშშ
გ ჯგუფი
29 სექტემბერი
ტონგა - ნამიბია
1. | ახალი ზელანდია | 2 | 2 | 0 | 0 | 84:30 | 9 | |
2. | არგენტინა | 2 | 1 | 0 | 1 | 70:35 | 5 | |
3. | საქართველო | 2 | 1 | 0 | 1 | 26:64 | 4 | |
4. | ტონგა | 1 | 0 | 0 | 1 | 10:17 | 1 | |
5. | ნამიბია | 1 | 0 | 0 | 1 | 14:58 | 0 |
დ ჯგუფი
26 სექტემბერი
იტალია - კანადა 23:18 (13:10)
იტალია: 15. ლუქ მაკლეინი, 14. ლეონარდო სარტო, 13. ტომაზო ბენვენუტი, 12. გონსალო გარსია, 11. ჯოვანბატისტა ვენდიტი, 10. ტომაზო ალენი, 9. ედოარდო გორი; 1. მიკელე რიძო, 2. ლეონარდო გირალდინი, 3. ლორენცო ჩიტადინი, 4. ქვენთინ ხელდენჰეისი, 5. ჯოშუა ფურნო, 6. ალესანდრო ძანი, 7. ფრანჩესკო მინტო, 8. სამუელა ვუნისა.
სათადარიგოები: 16. დავიდე ჯაძონი, 17. მატიას აგუერო, 18. მარტინ კასტროჯოვანი, 19. მარკო ფუზერი, 20. მაურო ბერგამასკო; 21. გულიელმო პალაძანი, 22. კარლო კანა, 23. მიკელე კამპანიარო.
2 ლელო: რიძო, გარსია
2 გარდასახვა: ალენი
3 ჯარიმა: ალენი
კანადა: 15. მეთ ევანსი, 14. ფილ მაკქენზი, 13. ქიარან ჰერნი, 12. ქონორ ბრეიდი, 11. დითიეიჩ ფან დე მერვე, 10. ნეითან ჰირაიამა, 9. ჯემი მაკქენზი; 1. ჰიუბერთ ბაიდენსი, 2. რეი ბარქვილი, 3. დაგ ვულდრიჯი, 4. ჯებ სინქლერი, 5. ჯემი ქადმორი, 6. ნინიაკ დალა, 7. ჯონ მუნლაითი, 8. თაილერ არდრონი.
სათადარიგოები: 16. არონ ქარპენთერი, 17. ჯასთის სიერს-დურუ, 18. ენდრიუ თიდემანი, 19. ევან ოლმსთედი, 20. ქაილ გილმორი; 21. ფილ მექი, 22. ქონორ თრეინორი, 23. ჰარი ჯოუნზი.
2 ლელო: ფან დე მერვე, ევანსი
1 გარდასახვა: ჰირაიამა
2 ჯარიმა: ჰირაიამა
1. | საფრანგეთი | 2 | 2 | 0 | 0 | 70:21 | 9 | |
2. | ირლანდია | 1 | 1 | 0 | 0 | 50:7 | 5 | |
3. | იტალია | 2 | 1 | 0 | 1 | 33:50 | 4 | |
4. | კანადა | 2 | 0 | 0 | 2 | 25:73 | 1 | |
5. | რუმინეთი | 1 | 0 | 0 | 1 | 11:38 | 0 |
27 სექტემბერი
ირლანდია - რუმინეთი