ფეხბურთი

19:28 | 26.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

გურული სიტუაციას რეალურად აფასებს

ბაქოს აზალ-ს ახალწვეულს სანდრო გურულს აზერბაიჯანის პრემიერლიგაზე ჯერ ცოტა ინფორმაცია აქვს და საუკეთესო ფორმაშიც არაა.

ამის შესახებ ქართველმა ფეხბურთელმა ინტერნეტპორტალ azerisport.com-თან განაცხადა:

“ჯერ აზერბაიჯანის ჩემპიონატზე მცირე ინფორმაცია მაქვს. ჩემს საუკეთესო სათამაშო ფორმაში უნდა შევიდე. კლუბს საუცხოო ბაზა აქვს. ჩვენ უბრალოდ გამარჯვება გვჭირდება, რომ საკუთარი თავის ვირწმუნოთ. “ინტერში” მოთამაშე ქართველი ფეხბურთელებთან ვმეგობრობ. გიორგი ლომაია და ზურაბ ხიზანიშვილი გამოცდილი მოთამაშეები არიან”.

გურული საქართველოს ნაკრების თემასაც შეეხო, რომლის შემადგენლობაშიც უთამაშია:

“ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული როგორ ვითამაშებ. კახაბერ ცხადაძე აზერბაიჯანის პრემიერლიგას თვალს ადევნებს. ეროვნულ ნაკრებში გამოძახების შანსი ყოველთვის მაქვს. ამისთვის კარგად უნდა ვითამაშო და გუნდთან ერთად მაღალი შედეგი ვაჩვენო. ჯერ ასე არაა. მსგავს ვითარებაში ნაკრებში მოხვედრა რთულია”.

0.12209