ფეხბურთი

8:09 | 26.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

მუნდიალი ზამთარში

მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანომ, ფიფამ ყატარის 2022 წლის მუნდიალის ჩატარების ვადები დაასახელა. მსოფლიოს ჩემპიონატი სტარტს 21 ნოემბერს აიღებს და ბოლოდროინდელ მსოფლიოს ჩემპიონატებთან შედარებით ყატარში ჩასატარებელი ტურნირი უფრო შეკუმშული, 28 დღიანი იქნება.

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონის ვინაობას კი 18 დეკემბერს გავიგებთ. შეჯიბრების ორგანიზატორებმა მუნდიალის გადამწყვეტი მატჩის ჩატარება ყატარის ეროვნულ დღესასწაულს, ქვეყნის დამოუკიდებლოს დღეს დაამთხვიეს.

თუკი მუნდიალ2022-ის ჩატარების ვადა არ შეიცვალა (სავარაუდოდ ევროპელი ფედერაციები უკმაყოფილებას გამოთქვამენ), რამდენიმე წამყვანი ჩემპიონატის საასპარეზო რიტმი მოიშლება. ამასთან, ორგანიზატორები აცხადებენ, რომ შეჯიბრების ზაფხულში გამართვა ყატარული ხვატის გამო შეუძლებელია.

თეგებიმუნდიალ2022
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.057481