მეორე ტაიმის დასაწყისში რეფერიმ რაქში ბურთის შეყოვნებისთვის “ბორჯღალოსანთა” კაპიტანი მამუკა გორგოძე სინბინში გაუშვა და სანამ სასჯელისთვის განკუთვნილი 10 წუთი გავიდოდა, არგენტინამ კაცნაკლულ საქართველოს 3 ლელო გაუტანა.
ამის შემდეგ ცხადი გახდა, რომ მეტოქე გამარჯვება დარჩებოდა და თამაშიც აირია. მანამდე, პირველ ტაიმში, ქართველებმა თამაში არეულად დაიწყეს და მეტოქემ არეკნით გახსნა ანგარიში, მერე კი, ლელო გაიტანა. ამის შემდეგ “ბორჯღალოსნები” დალაგდნენ და მერაბ კვირიკაშვილმა ჯარიმებით ჩამორჩენა 2 ქულამდე დაიყვანა. მანვე მეტოქოს ჯარიმას კიდევ ერთი ზუსტი დარტყმით უპასუხა, მაგრამ “პუმებმა” ჯარიმითვე უპირატესობა 5 ქულამდე გაზარდეს. ტაიმის დასკვნითმა წუთებმა ქართველთა იერიშებში ჩაიარა, ლაშა მალაღურაძეს არეკნი გაუცუდდა, ლელოს გატანა ვერ მოხერხდა და ტაიმი 9:14 დასრულდა.
მერე იყო ის 10-წუთიანი ეპიზოდი და დიდი ჩამორჩენა, რის შემდეგაც ქართველებმა გაიბრძოლეს და ლელომდე სულ ცოტა დააკლდათ. მეტოქე დაჯარიმდა და “ბორჯღალოსნებმა” შერკინება ირჩიეს, თუმცა დაჯარიმდნენ და პრესტიჟის ლელო არ შედგა. სამაგიეროდ, კარგ ხასიათზე მყოფმა არგენტინელებმა სისწრაფის უპირატესობა ბოლომდე გამოიყენეს, კიდევ სამი ლელო გაიტანეს (სულ 7) და ჯამში დიდი სხვაობით, 54:9 იმარჯვეს.
საქართველოს ნაკრები მომდევნო შეხვედრას 2 ოქტომბერს, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის ახალი ზელანდიის წინააღმდეგ გამართავს.
2015 წლის მსოფლიო თასი. გ ჯგუფი
25 სექტემბერი
გლოსთერი. “ქინგსჰოლმ სთედიუმი”.
საქართველო - არგენტინა 9:54 (9:14)
საქართველო: 15. მერაბ კვირიკაშვილი, 14. თამაზ მჭედლიძე, 13. დავით კაჭარავა, 12. მერაბ შარიქაძე, 11. გიორგი აფციაური, 10. ლაშა მალაღურაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე; 1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. ჯაბა ბრეგვაძე, 3. დავით ზირაქაშვილი, 4. კოტე მიქაუტაძე, 5. გიორგი ნემსაძე, 6. გიორგი თხილაიშვილი, 7. ვიტო კოლელიშვილი, 8. მამუკა გორგოძე (კაპ.).
სათადარიგოები: 16. შალვა მამუკაშვილი, 17. კარლენ ასიეშვილი, 18. ლევან ჩილაჩავა, 19. ლევან დათუნაშვილი, 20. შალვა სუთიაშვილი; 21. გიორგი ბეგაძე, 22. გიორგი ფრუიძე, 23. მურაზ გიორგაძე.
არგენტინა: 15. ხოაკინ ტუკულეტი, 14. სანტიაგო კორდერო, 13. მარსელო ვოში, 12. ხუან მარტინ ერნანდეს, 11. ხუან იმჰოფი, 10. ნიკოლას სანჩესი, 9. ტომას კუველი; 1. მარკოს აჟერსა, 2. აგუსტინ კრევი (კაპ.), 3. ნაუელ ტეტას-ჩაპარო, 4. მატიას ალემანო, 5. ტომას ლავანინი, 6. ხუან მანუელ ლეგისამონი, 7. ხუან მარტინ ფერნანდეს-ლობე, 8. ფაკუნდო ისა.
სათადარიგოები: 16. ხულიან მონტოია, 17. ლუკას ნოგერა-პასი, 18. რამირო ერერა, 19. ხავიერ ორტეგა-დესიო, 20. პავლო მატერა; 21. მარტინ ლანდახო, 22. ხერონიმო დე ლა ფუენტე, 23. ლუკას გონსალეს-ამოროსინო.
1. | ახალი ზელანდია | 2 | 2 | 0 | 0 | 84:30 | 9 | |
2. | არგენტინა | 2 | 1 | 0 | 1 | 70:35 | 5 | |
3. | საქართველო | 2 | 1 | 0 | 1 | 26:64 | 4 | |
4. | ტონგა | 1 | 0 | 0 | 1 | 10:17 | 1 | |
5. | ნამიბია | 1 | 0 | 0 | 1 | 14:58 | 0 |
29 სექტემბერი
ტონგა - ნამიბია