საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო თასის მეორე მატჩში არგენტინასთან ერთი ლელოს სხვაობით, 5 ქულით მარცხდება.
თამაში ქართველებმა არეულად დაიწყეს და მეტოქემ არეკნით გახსნა ანგარიში, მერე კი, ლელო გაიტანა. ამის შემდეგ “ბორჯღალოსნები” დალაგდნენ და მერაბ კვირიკაშვილმა ჯარიმებით ჩამორჩენა 2 ქულამდე დაიყვანა. მანვე მეტოქოს ჯარიმას კიდევ ერთი ზუსტი დარტყმით უპასუხა, მაგრამ “პუმებმა” ჯარიმითვე უპირატესობა 5 ქულამდე გაზარდეს. ტაიმის დასკვნითმა წუთებმა ქართველთა იერიშებში ჩაიარა, ლაშა მალაღურაძეს არეკნი გაუცუდდა, ლელოს გატანა ვერ მოხერხდა და ტაიმი 9:14 დასრულდა.
2015 წლის მსოფლიო თასი. გ ჯგუფი
25 სექტემბერი
გლოსთერი. “ქინგსჰოლმ სთედიუმი”.
საქართველო - არგენტინა 9:14 (ი ტაიმის შემდეგ)
საქართველო: 15. მერაბ კვირიკაშვილი, 14. თამაზ მჭედლიძე, 13. დავით კაჭარავა, 12. მერაბ შარიქაძე, 11. გიორგი აფციაური, 10. ლაშა მალაღურაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე; 1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. ჯაბა ბრეგვაძე, 3. დავით ზირაქაშვილი, 4. კოტე მიქაუტაძე, 5. გიორგი ნემსაძე, 6. გიორგი თხილაიშვილი, 7. ვიტო კოლელიშვილი, 8. მამუკა გორგოძე (კაპ.).
სათადარიგოები: 16. შალვა მამუკაშვილი, 17. კარლენ ასიეშვილი, 18. ლევან ჩილაჩავა, 19. ლევან დათუნაშვილი, 20. შალვა სუთიაშვილი; 21. გიორგი ბეგაძე, 22. გიორგი ფრუიძე, 23. მურაზ გიორგაძე.
არგენტინა: 15. ხოაკინ ტუკულეტი, 14. სანტიაგო კორდერო, 13. მარსელო ვოში, 12. ხუან მარტინ ერნანდეს, 11. ხუან იმჰოფი, 10. ნიკოლას სანჩესი, 9. ტომას კუველი; 1. მარკოს აჟერსა, 2. აგუსტინ კრევი (კაპ.), 3. ნაუელ ტეტას-ჩაპარო, 4. მატიას ალემანო, 5. ტომას ლავანინი, 6. ხუან მანუელ ლეგისამონი, 7. ხუან მარტინ ფერნანდეს-ლობე, 8. ფაკუნდო ისა.
სათადარიგოები: 16. ხულიან მონტოია, 17. ლუკას ნოგერა-პასი, 18. რამირო ერერა, 19. ხავიერ ორტეგა-დესიო, 20. პავლო მატერა; 21. მარტინ ლანდახო, 22. ხერონიმო დე ლა ფუენტე, 23. ლუკას გონსალეს-ამოროსინო.
1. | ახალი ზელანდია | 2 | 2 | 0 | 0 | 84:30 | 9 | 1 |
2. | საქართველო | 1 | 1 | 0 | 0 | 17:10 | 4 | 0 |
3. | ტონგა | 1 | 0 | 0 | 1 | 10:17 | 1 | 1 |
4. | არგენტინა | 1 | 0 | 0 | 1 | 16:26 | 0 | 0 |
5. | ნამიბია | 1 | 0 | 0 | 1 | 14:58 | 0 | 0 |
29 სექტემბერი
ტონგა - ნამიბია