ბრაზილიის ეროვნული ნაკრების და კატალონიის “ბარსელონას” თავდამსხმელმა ნეიმარმა espn brazil-თან საუბრისას განაცხადა, რომ ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში “მანჩესტერ იუნაიტედთან” კონტაქტი ჰქონდა.
“საუბარი გვქონდა, თუმცა კონკრეტული არაფერი ყოფილა. აგრეთვე ბევრი ჭორი გავიგე, მაგრამ რეალური წინადადება ჩემთვის ინგლისურ კლუბს არ შემოუთავაზებია.” – განაცხადა სამხრეთამერიკელმა.
espn brazil-თან საუბარში ნეიმარმა აგრეთვე აღნიშნა, რომ მიმდინარე სეზონში მსოფლიოს საუკეთესო სამ ფეხბურთელს შორის მოხვედრას გეგმავს.