ფეხბურთი

17:38 | 25.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

პანდევი სამ მატჩს გამოტოვებს

“ჯენოას” მაკედონიელი ფორვარდი გორან პანდევი თავის გუნდს უახლოეს სამ მატჩში ვერ დაეხმარება. ამის მიზეზი დისკვალიფიკაციაა, რომელიც პანდევმა “ლაციოსთან” (0:2) გამართულ შეხვედრაში მომხდარი ინციდენტის გამო მიიღო.

32 წლის ფეხბურთელმა რომაელებთან მატჩის მიწურულს მეტოქეს იდაყვი ჩაარტყა, რისთვისაც წითელი ბარათი მიიღო, ამ ეპიზოდის განხილვის შემდეგ კი სამმატჩიანი დისკვალიფიკაციითაც დაისაჯა. ამავე შეხვედრაში მოედნიდან ისა სისოკოც გააძევეს, თუმცა ის მხოლოდ ერთ მატჩს გამოტოვებს.

0.109459