რაგბი

14:06 | 25.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

ეროვნული მსოფლიოს პარალელურად

გაგანია მსოფლიო თასია და აბა ამისთვის ვის სცხელა, მით უმეტეს, რომ დღეს “ბორჯღალოსნები” არგენტინას მეოთხედფინალის საგზურისთვის ერკინებიან, მაგრამ ნაკრების წევრთა ნაწილი სწორედ შიდა ჩემპიონატში დაფრთიანდა, ნაწილი დღესაც ქართულ კლუბებში თამაშობს და შიდა პირველობის უგულვებელყოფა დიდი უპატივცემულობა იქნება.

ამიტომ უნდა ვთქვათ, რომ ორკვირიანი შესვენების შემდეგ, შაბათ-კვირას “დიდი 10”-ის მესამე ტურის შეხვედრები გაიმართება, ოღონდ ერთის გამოკლებით. თბილისის “არმაზს” ნაკრებში სამი მორაგბე ჰყავს მივლინებული - ვასილ ლობჟანიძე, მურაზ გიორგაძე და ირაკლი მაჩხანელი და წინა ტურის მსგავსად, ამ ტურის თამაშის გადადებაც ითხოვა.

ამრიგად, მესამე ტურის ოთხი თამაში შაბათსა და კვირაზე ორ-ორად გადანაწილდა. 26 სექტემბერს, 18 საათზე, თბილისში “ავჭალაზე” “არმია” “აკადემიას” ეთამაშება. არმიელები ამ სეზონის წინ მნიშვნელოვნად გადახალისდნენ და საინტერესო რაგბის თამაშობენ, ხოლო უძლიერესთა შორის დაბრუნებულმა აკადემიელებმა დაამტკიცეს, რომ იოლად არავის დანებდებიან და გასულ ტურში “ხარებიც” დაამარცხეს, მანამდე კი, ქვეყნის ბოლო დროის ჩემპიონთან პრემიალური ქულა ჩაიწერეს. “არმიას” პირველ ტურში “ლოკომოტივთან” გაჩაღებული ბრძოლა პრემიალურ ქულად დაუფასდა, ჩემპიონ “ლელო-სარასენსთან” მისი სტადიონის გახსნით მატჩში კი, ლამაზ და სანახაობრივ შეხვედრაში დამარცხდა.

შაბათსვე, 18 საათზე, აქამდე უქულოდ მყოფი რუსთავის “ხარები” “ბათუმს” დაუხვდება, რომელმაც ორივე თამაში მოიგო. რუსთაველებმა ორივე თამაში სტუმრად გამართეს და ჯერ ქუთაისში, ხოლო შემდეგ თბილისში დამარცხდნენ და ახლა საკუთარი კედლების იმედად არიან. “ბათუმმა” “არმაზს” თბილისში, ხოლო ქუთაისის “აიას” გონიოში სძლია. ორივე გუნდს აკლია ნაკრებში მივლინებული თითო მორაგბე - ვაჟა ხუციშვილი (“ხარები”) და გიორგი “კოკი” თხილაიშვილი (“ბათუმი”), რომელმაც ტონგას უმნიშვნელოვანესი ლელო გაუტანა.

კვირასაც ორივე თამაში 18 საათზე დაიწყება და ქუთაისში “აია” ბოლნისის “ყოჩებს” დაუხვდება. აქ გუნდები ორ-ორ მოთამაშეს მოისაკლისებენ. ქუთაისელთა შემთხვევაში ესენი უკანახაზელები გიორგი აფციაური და გიორგი ფრუიძე არიან, ხოლო ბოლნისელებს გიორგი ბეგაძე და ჯაბა ბრეგვაძე ვერ დაეხმარებიან. “აიამ” ჩემპიონატის გახსნით მატჩში რუსთავის “ხარებს” პრემიალური ქულით სძლია, მაგრამ მეორე ტურში ზღვისპირეთში “ბათუმს” ვერ აჯობა. “ყოჩებმა” “ჯიქთან” მცირედით კი წააგო (12:17), მაგრამ თავად ქულები ჯარიმებით აგროვა, აქეთ სამი ლელო გაუშვა და პრემიალური ქულა თავად რომ აიღო, მეტოქესაც გატანა. ბოლნისელებს მეორე ტურში “არმაზთან” უნდა ეთამაშათ, მაგრამ ის სამომავლოდ გადაიდო.

თბილისში, “ავჭალაზე”, გორის “ჯიქი” “ლელო-სარასენსს” ეთამაშება და ესაა მე-3 ტურის ცენტრალური შეხვედრა რადგან გუნდები ორ-ორი მოგებით სატურნირო ცხრილის თავში არიან. გორელებმა “ყოჩებს” პრემიალური ქულით რომ მოუგეს უკვე ვთქვით და ორი კვირის წინ ვიცე-ჩემპიონ “ლოკომოტივს” დაძაბულ ბრძოლაში 12:6 აჯობეს. ქვეყნის ჩემპიონმა პირველ ტურში “დიდ 10”-ში დაწინაურებულ “აკადემიას” ლელო ვერ გაუტანა მცირედით აჯობა (9:6), მერე კი, დიდი დიღმის სტადიონის გახსნაზე მაყურებელმა სანახაობრივი რაგბით ისიამოვნა და “ლელო-სარასენსმა” 29:16 იმარჯვა, მაგრამ პრემიალური ქულის აღება ვერც ამჯერად მოახერხა.

საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატი. III ტური

26 სექტემბერი

თბილისის. “ავჭალა”. 18:00 საათი

არმია (თბილისი) - აკადემია (თბილისი)

რუსთავი. ახალი. 18:00 საათი

ხარები (რუსთავი) - ბათუმი (ბათუმი)

27 სექტემბერი

ქუთაისი. “აია”. 18:00 საათი

აია (ქუთაისი) - ყოჩები (ბოლნისი)

თბილისის. “ავჭალა”. 18:00 საათი

ჯიქი (გორი) - ლელო-სარასენსი (თბილისი)

არმაზი (თბილისი) - ლოკომოტივი (თბილისი) (გადაიდო)

13/09

კლუბი ქალაქი

+პ

+ნ

-დ

გატ:გაშ

სხვ

1

ჯიქი გორი

2

2

0

0

1

0

0

29:18

+11

3/0

9

2

ლელო სარასენს თბილისი

2

2

0

0

0

0

0

38:22

+16

2/1

8

3

ბათუმი ბათუმი

2

2

0

0

0

0

0

43:27

+16

3/2

8

4

აია ქუთაისი

2

1

0

1

1

0

0

34:26

+8

3/1

5

5

აკადემია თბილისი

2

1

0

1

0

1

0

22:17

+5

1/1

5

6

ლოკომოტივი თბილისი

2

1

0

1

0

1

0

27:28

-1

2/1

5

7

ყოჩები ბოლნისი

1

0

0

1

0

1

0

12:17

-5

0/3

1

8

არმია თბილისი

2

0

0

2

0

1

0

32:50

-18

2/4

1

9

არმაზი თბილისი

1

0

0

1

0

0

0

18:26

-8

2/2

0

10

ხარები რუსთავი

2

0

0

2

0

0

0

17:41

-24

1/4

0

0.115753