ფეხბურთი

13:28 | 25.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

“უდინეზემ” ტეროს გაუხანგრძლივა

იტალიური “უდინეზეს” ფორვარდმა სირილი ტერომ გუნდთან კონტრაქტი 2018 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივა. ამის შესახებ უდინური გუნდის ვებგვერდი იუწყება.

32 წლის ფრანგი თავდამსხმელი ფრიულელებს ერთი წლის წინ ვერონას “კიევოდან” შეუერთდა. წლეულს მას ერთი გოლი აქვს გატანილი, რომელიც ტურინის იუვენტუსს” გაუტანა.

ტერო აპენინზე გადაბარგებამდე ბელგიაში თამაშობდა, სადაც “ანდერლეხტისა” და “შარლერუას” ღირსებას იცავდა.

0.125974