ბრაზილიელმა თავდამსხმელმა პატომ, რომელიც ამჟამად “სან პაულუს” რიგებში თამაშობს, კლუბის ისტორიაში მე-3 000 გოლი გაიტანა. “მილანის” ექს ფორვარდმა “ვასკო და გამასთან” (3:0) დუბლი შეასრულა.
“არ შემიძლია ბედნიერი არ ვიყო გუნდის ისტორიაში შესვლის გამო, თანაც ეს “მოურმბიზე” მოხდა”, - დაწერა პატომ ინსტაგრამზე.
ზაფხულში “მანჩესტერ იუნაიტედში” გადასვლა შემეძლო, მაგრამ ჩემი გადაწყვეტილებით აქ დავრჩი”, - აღნიშნა ბრაზილიელმა.