აბა რას გახდებოდა უმეტესად სამოყვარულო ნამიბია მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ ახალ ზელანდიასთან და დიდი სხვაობითაც დამარცხდა, მაგრამ აფრიკელებმა შესაძლებლობების ფარგლებში ბოლომდე იბრძოლეს, მეტოქე 14 ქულა გაუტანეს და რაც მთავარია, მათთან გატანილი ლელოთიც გაიხარეს.
“ოლ ბლექსმა” ვერ აჩვენა ის თამაში, რასაც მაყურებელი მისგანაა ჩვეული. ჩემპიონებმა მხოლოდ ეპიზოდებში გაიბრწყინეს და რამდენიმე ლამაზი ლელოც გაიტანეს, მაგრამ დაუშვეს უამრავი შეცდომა, რაც რა თქმა უნდა მეტოქის დამსახურებაცაა. და მაინც, დებიუტი სრულად “ოლ ბლექსის” იყო და ტრიბუნაზე შეკრებილი პუბლიკის სტვენის ქვეშ ანგარიში ჯარიმით გახსნეს, მაგრამ 20 წუთში უკვე სამი ლელოც ჰქონდათ გატანილი.
პრემიალური მეოთხე ლელო ბოდენ ბარეთიმ 31-ე წუთზე გაიტანა და ზედ შესვენების წინ ნეჰე მილნერ-სქადერიმ დუბლიც შეასრულა. ამასობაში ნამიბია ბრძოლობდა და თიენის კოცემ შესვენებამდე ორი, ხოლო თამაშის განახლების შემდეგ მესამეჯარიმა გაიტანა. კიდევ ერთი დუბლის ავტორის, ჯულიან სავეას ლელოს აფრიკელებმა თამამამი გადაწყვეტილებით უპასუხეს, ჯარიმით 3 ქულის აღება აღარ ისურვეს, ბურთი 5-მეტრა დერეფანში გადაიტანა, მორკინალების რამდენიმე დარტყმის შემდეგ შეტევის მიმართულება შეცვალეს და იოჰან დეისელიმ სამ მცველთან კონტაქტით პრესტიჟის ლელო გაიტანა. “ოლ ბლექსმა” დასკვნით 20 წუთში კიდევ სამი ლელო გაიტანა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა, მაგრამ ნამიბიელთა ბრძოლა ნამდვილად იმსახურებს ქებას.
2015 წლის მსოფლიო თასი
ა ჯგუფი
26 სექტემბერი
ინგლისი - უელსი
1. | უელსი | 1 | 1 | 0 | 0 | 54:9 | 5 | 1 |
2. | ინგლისი | 1 | 1 | 0 | 0 | 35:11 | 5 | 1 |
3. | ავსტრალია | 1 | 1 | 0 | 0 | 28:13 | 4 | 0 |
4. | ფიჯი | 2 | 0 | 0 | 2 | 24:63 | 0 | 0 |
5. | ურუგვაი | 1 | 0 | 0 | 1 | 9:54 | 0 | 0 |
27 სექტემბერი
ავსტრალია - ურუგვაი
ბ ჯგუფი
26 სექეტმბერი
სამხრეთ აფრიკა - სამოა
1. | შოტლანდია | 1 | 1 | 0 | 0 | 45:10 | 5 | 1 |
2. | სამოა | 1 | 1 | 0 | 0 | 25:16 | 4 | 0 |
3. | იაპონია | 2 | 1 | 0 | 1 | 44:77 | 4 | 0 |
4. | სამხრეთ აფრიკა | 1 | 0 | 0 | 1 | 32:34 | 2 | 0 |
5. | აშშ | 1 | 0 | 0 | 1 | 16:25 | 0 | 0 |
27 სექტემბერი
შოტლანდია - აშშ
გ ჯგუფი
24 სექტემბერი
ლონდონი. “ოლიმპიკ პარკი”.
ახალი ზელანდია - ნამიბია 58:14 (34:6)
ახალი ზელანდია: 15. ქოლინ სლეიდი, 14. ნეჰე მილნერ-სქადერი, 13. მალაკაი ფეკიტოა, 12. სონი-ბილი ვილიამსი, 11. ჯულიან სავეა, 10. ბოდენ ბარეთი, 9. თიჯეი პერენარა; 1. ბენ ფრენქსი, 2. ქოდი თეილორი, 3. ჩარლი ფაუმუინა, 4. ლუქ რომანო, 5. სემ ვაითლოქი, 6. ლიამ მესამი, 7. სემ ქეინი, 8. ვიქტორ ვიტო.
სათადარიგოები: 16. ქევენ მეალამუ, 17. ვაიეთ ქროქეთი, 18. თონი ვუდქოქი, 19. ქიარან რიდი, 20. რიჩი მაკქოუ; 21. ტავერა ქერ-ბარლოუ, 22. მაჰა ნონუ, 23. ბენ სმითი.
9 ლელო: მილნერ-სქადერი (2), ფეკიტოა, ბარეთი, თეილორი, სავეა (2), ვიტო, ბ. სმითი
5 გარდასახვა: ბარეთი (4), სლეიდი
1 ჯარიმა: ბარეთი
ნამიბია: 15. იოჰან ტრომპი, 14. დევიდ ფილანდერი, 13. ჯეისი ხრეილინი, 12. იოჰან დეისელი, 11. კონრად მარე, 10. თიენის კოცე, 9. იუჯინ იანკისი; 1. იაკო ენხელსი, 2. ტორსტენ ფან იარსფელდი, 3. იოჰანეს “არანოს” კუცია, 4. ჩიუე უანივი, 5. პიჯეი ფან ლილი, 6. ჟაკ ბერგერი, 7. ტინუს დიუპლესი, 8. ლენეფე დამენსი.
სათადარიგოები: 16. ლუი ფდ ვესტჰეიზენი, 17. რაულ ლარსონი, 18. კასპერ ვივიე, 19. რენალდო ბოთმა, 20. იანკო ფენტერი, 21. როან კიცჰოფი; 22. ენიელ ბუიტენდახი, 23. კრეისანდერ ბოთა.
1 ლელო: დეისელი
3 ჯარიმა: კოცე
1 სინბინი: ენხელსი
1. | ახალი ზელანდია | 2 | 2 | 0 | 0 | 84:30 | 8 | 1 |
2. | საქართველო | 1 | 1 | 0 | 0 | 17:10 | 4 | 0 |
3. | ტონგა | 1 | 0 | 0 | 1 | 10:17 | 1 | 0 |
4. | არგენტინა | 1 | 0 | 0 | 1 | 16:26 | 0 | 0 |
5. | ნამიბია | 1 | 0 | 0 | 1 | 14:58 | 0 | 0 |
25 სექტემბერი
არგენტინა - საქართველო
29 სექტემბერი
ტონგა - ნამიბია
დ ჯგუფი
26 სექტემბერი
იტალია - კანადა
1. | საფრანგეთი | 2 | 2 | 0 | 0 | 70:21 | 9 | 1 |
2. | ირლანდია | 1 | 1 | 0 | 0 | 50:7 | 5 | 1 |
3. | იტალია | 1 | 0 | 0 | 1 | 10:32 | 0 | 0 |
4. | რუმინეთი | 1 | 0 | 0 | 1 | 11:38 | 0 | 0 |
5. | კანადა | 1 | 0 | 0 | 1 | 7:50 | 0 | 0 |
27 სექტემბერი
ირლანდია - რუმინეთი