იტალიურმა კლუბმა “კაპო დ’ორლანდომ”, რომელმაც მცირე ხნის წინ კონტრაქტი საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრ ნიკა მეტრეველს გაუფორმა, კიდევ 1 ქართველი კალათბურთელი აიყვანა.
იგი 17 წლის მცველი ლევან ბაბილოძე (სიმაღლე 196 სმ.) გახლავთ, რომელმაც გასული სეზონი “ტიგულიოში” გაატარა, ახლა კი, მასზე უფლებები სერია ა-ს კლუბმა გამოისყიდა.
აღსანიშნავია, რომ “კაპო დ’ორლანდოს” ოფიციალურ ვებ-გვერდზე ბათუმელი კალათბურთელი “ბრილიანტადაა” მოხსენიებული და ისიც ნათქვამია, რომ ის 18-წლამდელთა გუნდში ითამაშებს, თუმცა, ძირითად გუნდთან ვარჯიშიც ხშირად მოუწევს.