სოფო შაფათავას და ეკატერინე გორგოძის წყვილს, რომელიც უკრაინულ ბუჩაში მიმდინარე 25-ათასიან ტურნირზე პირველ ნომრადაა განთესილი, ტიტულამდე 1 ნაბიჯი აშორებს.
ქართველი ჩოგბურთელები ნახევარფინალში რუს ანგელინა გაბუევას და უკრაინელ ელიზავეტა იანჩუკს გაეჯიბრნენ და იოლად – 6:3, 6:1 მოიგეს.
ფინალში სოფო და ეკატერინე მე-2 რეიტინგის მქონე უკრაინულ დუეტს გაეჯიბრებიან ოლგა იანჩუკის და ანასტასია ვასილიევას შემადგენლობით.
საინტერესოა, რომ გასულ კვირეებში შაფათავა წყვილში სწორედ ვასილიევასთან ერთად თამაშობდა და ბულგარეთში, ჯერ სოფიას, შემდეგ კი, დობრიჩის 25-ათასიანი ტურნირები მოიგო.