ფეხბურთი

12:12 | 24.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბერგოდი “ტირგუ-მურეშს” უთავკაცებს

რუმინეთის ლიგა 1-ში (უმაღლესი ლიგა) მოასპარეზე “ტირგუ-მურეშის” მთავარ მწვრთნელად იტალიელი სპეციალისტი კრისტიანო ბერგოდი დანიშნეს. ამის შესახებ რუმინული საფეხბურთო კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.

ბერგოდიმ “ტირგუ-მურეშში” დან პეტრესკ შეცვალა, რომელმაც გუნდს მხოლოდ ერთი თვე უთავკაცა. მანამდე, 50 წლის იტალიელი სპეციალისტი ბუქარესტის “რაპიდს” ხელმძღვანელობდა. მას სამშობლოში “იმოლეზეში”, “სასუოლოში”, “მოდენაში”, “პესკარასა” და “ბრეშაში” უმუშავია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.135984