ესპანეთის ჩემპიონატის მე-5 ტურის მეორე სათამაშო დღე ძალიან საინტერესოდ წარიმართა და ექვსი გამართული მატჩიდან ორი სენსაციურად დასრულდა.
ოთხიდან ოთხი მატჩის მომგები “ბარსელონა” “ესტადიო ბალაიდოსს” ესტუმრა და მოულოდნელად, ადგილობრივ “სელტასთან” განადგურდა. მასპინძლებმა საკუთარ პუბლიკას შესანიშნავი მატჩი აჩუქეს და დიდი გამარჯვება მოიპოვეს.
ანგარიში 26-ე წუთზე ლამაზი დარტყმით ნოლიტომ გახსნა, ხოლო ოთხ წუთში ხერარდ პიკე უხეშად შეცდა და იაგო ასპასი ტერ შტეგენთან პირისპირ დარჩა, ესპანელი ფორვარდი მშვენივრად გაისარჯა, გერმანელ კიპერს თავზე გადაუგდო ბურთი და სხვაობა გაზარდა. პირველ ნახევარში ანგარიში აღარ შეცვლილა.
მეორე ნახევარი ორმხრივი შეტევებით დაიწყო, 51-ე წუთზე იაგო ასპასს მეორეს გატანა შეეძლო, თუმცა ოდნავ ააცილა. შემდეგ კი, 53-ე და 55-ე წუთებზე ლიონელ მესის ჰქონდა ანგარიშის შემცირების შანსი: პირველ შემთხვევაში ძელს გაარტყა, ხოლო მეორე ეპიზოდში სერხიო ალვარესს ვერ აჯობა. გამოუყენებელი მომენტებისთვის სტუმრები ერთ წუთში იაგო ასპასმა დასაჯა, რომელმაც საკუთარ ნახევარზე დანი ალვეშს თავზე გადაუგდო ბურთი, ნახევარი მოედანი გაირბინა და მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა ზუსტი დარტყმა შეასრულა. სტუმრებმა პრესტიჟის გოლის გატანა 80-ე წუთზე მოახერხეს, ლიონელ მესის გადაცემა ნეიმარმა გამოიყენა და ახლო მანძილიდან შეამცირა სხვობა, ხოლო სამ წუთში შეცვლაზე შემოსულმა ჯონ გუიდეტმა ხერარდ პიკეს მორიგი შეცდომით ისარგებლა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 4:1.
მეორე სენსაცია “ესტადიო გრან კანარიაზე” შედგა, სადაც ადგილობრივმა “ლას პალმასმა” ანდალუსიური “სევილია” დაამარცხა და სატურნირო ცხრილის ბოლო ადგილზე დატოვა. ანგარიში 30-ე წუთზე მესამ გახსნა, ხოლო 76-ე წუთზე შეტევაში ჩართულმა ენტონი ალკარაზმა შეხვედრას წერტილი დაუსვა – 2:0.
ტურის ცენტრალური შეხვედრა “სან მამესზე” გაიმართა, სადაც “ბილბაო” დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა “რეალთან”. ანგარიში მე-19 წუთზე ქარიმ ბენზემამ მიკელ სან ხოსეს უხეში შეცდომის შემდეგ გახსნა, რომელმაც გორკა ირაისოსის ნაცვლად ფრანგ თავდამსხმელს ჩააბარა ბურთი და ქარიმსაც გატანა აღარ გასჭირვებია. პირველ ნახევარში “რეალი” დიდ უპირატესობას ფლობდა და მეორე გოლის გატანაც შეეძლო, თუმცა გორკა ირაისოსი მშვენივრად თამაშობდა. გამოცდილმა კიპერმა მატეო კოვაჩიჩს ორჯერ არ გაატანინა, ხოლო ერთი ბურთი კრიშტიანო რონალდუსაც აუღო. საწყის 45 წუთში ბასკთაგან ერთადერთი მომენტი არიც ადურისს შეექმნა, რომლის თავურიც კეილორ ნავასმა უკუაგდო.
მეორე ნახევარში “ბილბაო” გააქტიურდა. 51-ე წუთზე სტუმართა კარს რაულ გარსია დაუმუქრა, მაგრამ კეილორ ნავასმა კვლავ კარგად ითამაშა. 67-ე წუთზე კი, საბინ მერინიოს თავურ დარტყმასთან კოსტა-რიკელმა კიპერმა ვერაფერი გააწყო და წონასწრობა აღდგნა, თუმცა მხოლოდ სამი წუთით: ისკოს გადაცემა ქარიმ ბენზემამ გამოიყენა და ახლო მანძილიდან დუბლი შეასრულა. დარჩენილ დროში ბასკებს ორი საგოლე მომენტი ჰქონდათ, თუმცა კეილორ ნავასმა ორივე შემთხვევაში დიდებულად ითამაშა და თავის გუნდს მოაგებინა – 1:2.
კრიზისშია “მალაგა”, რომელსაც ხუთი ტურის შემდეგ გოლი არ აქვს გატანილი და 2 ქულით მე-19 ადგილზე იმყოფება. ხავი გრასიას გუნდმა საკუთარ “ლა როსალედაზე” მშვენივრად მოთამაშე “ვილიარეალი” მიიღო და ტისონეს ავტოგოლის წყალობით დამარცხდა.
“რაიო ვალეკანომ” შინ “ხიხონს” მოუგო, ხოლო “ლევანტემ”, რომელიც “სიუდად დე ვალენსიაზე” “ეიბარს” მასპინძლობდა, მსაჯის მიერ მესამე დამატებულ წუთზე მოახერხა ქულის მოპოვება.
ხუთი ტურის შემდეგ ლა ლიგაში სამხელისუფლებიანობაა: “რეალი”, “სელტა” და “ვილიარეალი” 13-13 ქულით ლიდერობენ ჩემპიონატს, თუმცა მადრიდელებს ბურთების უკეთესი სხვაობა აქვთ და ნომინალურად პირველ პოზიციაზე სწორედ ისინი იმყოფებიან.
ტური დღეს “ბენიტო ვილამარინზე” დასრულდება, სადაც “ბეტისი” ლა კორუნიის “დეპორტივოს” უმასპინძლებს.
სელტა – ბარსელონა 4:1 (2:0)
ვიგო, “ესტადიო ბალაიდოსი”
სელტა (4-3-3): ს.ალვარესი, ს.გომესი, კაბრალი, მალიო, ხონი, რადოია (პ.ერნანდესი 76), ვასი (პლანასი 85), ა.ფერნანდესი, ორელიანა, ასპასი (გუიდეტი 78), ნოლიტო.
მწვრთნელი: ედუარდო ბერიცო
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, მასკერანო, პიკე, ალვეში, მატიე, ბუსკეტსი (რაკიტიჩი 66), რობერტო (ელ ჰადადი 58), ინიესტა, ნეიმარი, ლ.სუარესი, მესი.
მწვრთნელი: ლუის ენრიკე
გოლები: 1:0 ნოლიტო (26), 2:0;3:0 ასპასი (30;56), 3:1 ნეიმარი (80), 4:1 გუიდეტი (83)
გაფრთხილებები: მალიო, ს.გომესი – ბუსკეტსი, ნეიმარი
მსაჯი: უნდიანო მალენკო
ლევანტე – ეიბარი 2:2 (0:1)
ვალენსია, “სიუდად დე ვალენსია”
ლევანტე (5-3-2): რუბენი, ფედალი, ხუანფრანი (რ.გარსია 40), ტრახილიო, მორალესი, ტონიო, ლერმა (დეივერსონი 67), ხოსე მარი, ვერზა (კამარასა 40), გილასი, კასადედუსი.
მწვრთნელი: ლუკას ალკარაზი
ეიბარი (4-2-3-1): რიესგო, ხუნსა, პანტიჩი, მ.დოს სანტოსი, კაპა, ესკალანტე, დ.გარსია, ადრიანი, ინუი (ეკიზა 72), კეკო (ბერხონი 61), გასტონი (ენრიჩი 65).
მწვრთნელი: ფრან ესკრიბა
გოლები: 0:1;0:2 ბასტონი (10;48), 1:2 მორალესი (52), 2:2 დეივერსონი (93).
გაფრთხილებები: ხოსე მარი, დეივერსონი - ხუნსა, ბასტონი, ესკალანტე, კაპა, ეკიზა
მსაჯი: ველასკო კარბალიო
რაიო ვალეკანო – ხიხონი 2:1 (1:0)
მადრიდი, “ესტადიო ბალაიდოსი”
რაიო ვალეკანო (4-2-3-1): ტონიო, დ.ლორენტე, ამაია, ნ.მარტინესი, რაცი, ტრაშორასი, ბაენა, პ.ერნანდესი (ემბარბა 27), ხოზაბედი, ბებე (ბანგურა 64), გერა (მანუჩო 72).
მწვრთნელი: პაკო ხემესი
ხიხონი (4-4-2): ალბერტო, ესპინოსა, მერე, ლ.ერნანდესი, კანელია, აიტ-ატმანე (ს.ალვარესი 64), ომარი, ჯონათანი, ჰალილოვიჩი, სანაბრია (ლორა 43), გერერო (ჩ.კასტრო 72).
მწვრთნელი: აბელარდო ერნანდესი
გოლები: 1:0 ტრაშორასი (40 პენ.), 2:0 გერა (48), 2:1 ხონათანი (49).
გაფრთხილებები: ბაენა, ნ.მარტინესი – ესპინოსა, კანელია
გაძევება: ესპინოსა (39)
მსაჯი: ბიკანდი გარიდო
ბილბაო – რეალი 1:2 (0:1)
ბილბაო, “სან მამესი”
ბილბაო (4-2-3-1): ირაისოსი, ლაპორტე, ეჩიტა, დე მარკოსი, ბალენსიაგა, სან ხოსე (მ.რიკო 72), ბენიატი (სოლა 85), სუსაეტა (იბაი 82), საბინი, რ.გარსია, ადურისი.
მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე
რეალი (4-2-3-1): ნავასი, პეპე, ვარანე, კარვახალი, მარსელო, კროოსი, მოდრიჩი, კოვაჩიჩი (ვაზკესი 89), ისკო (ხესე 72), რონალდუ, ბენზემა (კასემირო 80).
მწვრთნელი: რაფაელ ბენიტესი
გოლები: 0:1;1:2 ბენზემა (19;70), 1:1 საბინი (67).
გაფრთხილებები: დე მარკოსი, ბენიატი, რ.გარსია, იბაი – რონალდუ, პეპე, კროოსი
მსაჯი: მატეუ ლაოსი
ლას პალმასი – სევილია 2:0 (1:0)
ლას პალმასი, “ესტადიო გრან კანარია”
ლას პალმასი (5-3-2): ვარანი, აიტამი, ბიგასი, ალკარაზი, სიმონი, კასტელიანო, ვაკასო, ერნანი, მესა (ელ ჟარი 74), არაუხო (ვ.გომესი 82), ვიერა (კულიო 78).
მწვრთნელი: პაკო ერერა
სევილია (4-4-2): ს.რიკო, ანდრეოლი, კოლოძიეჩაკი, კოკე, ტრემულინასი, კრისტოფორო (რეიესი 59), კრიხოვიაკი, კრონ-დელი, იბორა, იმობილე (გამეირო 55), ლორენტე (ვიტოლო 66).
მწვრთნელი: უნაი ემერი
გოლი: 1:0 მესა (30), 2:0 ალკარაზი (76)
გაფრთხილებები: ვაკასო, აიტამი, ბიგასი – ლორენტე, იბორა, გამეირო, კრონ-დელი, რეიესი
მსაჯი: დელ სერო გრანდე
მალაგა – ვილიარეალი 0:1 (0:0)
მალაგა, “ლა როსალედა”
მალაგა (4-2-3-1): კამენი, ანხელერი, ველიგტონი, ბოკა (ხ.კარლოსი 89), როსალესი, ტისონე, რესიო, დუდა, ხუანპი (ჩოპი 55), ჰორტა (ტიგადუინი 76), ჩარლესი.
მწვრთნელი: ხავი გრასია
ვილიარეალი (4-4-2): არეოლა, გასპარი, ბაილი, რუკავინა, ჯ.დოს სანტოსი (ტრიგეირასი 68), პინა (სორიანო 62), სამუელი, დ.სუარესი, ადრიანი (ლეივა 10), ბაპტიშტაო.
მწვრთნელი: მარსელინიო ტორალი
გოლი: ტისონე (71 ს.კ.)
გაფრთხილებები: რესიო, ბოკა – ჯ.დოს სანტოსი, ბაილი, დ.სუარესი
მსაჯი: რიკარდო ბენგოეჩეა