ფეხბურთი

2:22 | 24.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

"ინტერი" შეუჩერებელია, "იუვენტუსი" ისტორიას მეტოქეებს აწერინებს

“ფროზინონე” ერთი არაფრით გამორჩეული გუნდია, რომელიც სერია A-ში წლეულს პირველად თამაშობს და რომელმაც ელიტაში პირველი ქულა თვით ტურინში, “იუვენტუსთან” მოიპოვა. ვისაც ეგონა, რომ “ბებერმა ქალბატონმა” კრიზისს თავი დააღწია, შეცდა. ყოველშემთხვევაში ფაქტია, რომ “იუვემ” მსაჯის კომპესირებულ დროში გოლი გაუშვა და მხოლოდ ქულას დასჯერდა. მერე რა, რომ ტურინელებს უდიდესი სათამაშო უპირატესობა ჰქონდათ, რაც მთავარია მათაც მეტოქის მსგავსად ერთი გოლი გაიტანეს. ალეგრის გუნდს 5 ტურის მერე ამდენივე ქულა აქვს... კომენტარი ზემდეტია.

სამაგიეროდ, მოსისხლე მტერს უკვე მთელი 10 ქულით გაასწრო “ინტერმა”, რომელსაც ვერავინ აჩერებს. მართალია მილანელებს ბევრი ვერ გააქვთ, მაგრამ რასაც იტანენ გამარჯვებებისთვის სრულიად საკმარისია. ასე იყო “ვერონასთან” შეხვედრაშიც, რომლის ბედი ბრაზილიელი ფელიპე მელოს გოლმა გადაწყვიტა.

“იუვენტუსისა” არ იყოს, მთლად რიხით ვერც “რომა” თამაშობს. არადა, ჯერ კიდევ ეს ორი გუნდი მიიჩნევა სკუდეტოს მთავარ მაძიებლებად. დედაქალაქელები გენუას ესტუმრნენ და ბერძენი მანოლასის ავტოგოლის გამოისობით წააგეს – 1:2.

“ლაციო” წაგებას და მოგებას სტაბილურად უნაცვლებს. ამჯერად “არწივებმა” “ჯენოას” ყოველგვარი პრობლემების გარეშე აჯობეს. წინა ტურში მათმა გამანადგურებელმა “ნაპოლიმ” კი მოდენაში დებიუტანტ “კარპის” კარს გასაღები ვერაფრით მოარგო და უგოლო ფრეს დასჯერდა.

ფავორიტების უნიათო ასპარეზობის ფონზე, აგერ მეორე ადგილზე წამოსკუპდა ფლორენციის “ფიორენტინა”. “იებმა” შინ კუბა ბლაშჩიკოვსკისა და ნიკოლა კალინიჩის გვიანი გოლებით “ბოლონია” დაამარცხეს.

“კარპი” – “ნაპოლი” 0:0 (0:0)

მოდენა, “ბრალია”

მაყურებელი: 11 000

“კარპი” (3-5-2): ბენუსი (ბრკიჩი 29); ძაკარდო, ბუბნიჩი, რომანიოლი; ლეტიცია, ლოლო, კოფიე, მატოსი (ლასანია 89), გაბრიელ სილვა; ფედელე, მბაკოგუ

მწვრთნელი: ფაბრიციო კასტორი

“ნაპოლი” (4-3-3): რეინა; ჰისაი, ალბიოლი, კულიბალი, გულამი; ალანი, ვალდიფიორი (ჟორჟინიო 61), ჰამშიკი (კალეხონი 84); მერტენსი (გაბიადინი 68), იგუაინი, ინსინიე

მწვრთნელი: მაურიციო სარი

გაფრთხილება: რომანიოლი (8), ძაკარდო (13), კოფიე (77) – ვალდიფიორი (8), მერტენსი (43), კულიბალი (58)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 6 (1) – 13 (2) ბურთის ფლობა: 35%-65% კუთხურები: 4:4 თამაშგარე: 2:4

მსაჯი: ჯანლუკა როკი

“კიევო” – “ტორინო” 1:0 (0:0)

ვერონა, “ბენტეგოდი”

მაყურებელი: 11 000

“კიევო” (4-3-1-2): ბიძარი; ფრეი, დაინელი, ცეზარი, კაჩიატორე (გობი 66); პინცი, კასტრო, ჰეტემაი; ბირსა (რიგონი 80); პალოსკი, პელისიერი (მეჯორინი 55)

მწვრთნელი: როლანდო მარანი

“ტორინო” (3-5-2): პადელი; ბოვო, გლიკი, მორეტი; ბრუნო პერესი (ძაპაკოსტა 80), ვივესი, ბაზელი (ბენასი 80), აკქუა, მოლინარო; მარტინესი (ბელოტი 69), კვალიარელა

მწვრთნელი: მაურიციო სარი

გოლი: 1:0 კასტრო (75)

გაფრთხილება: პინცი (16), კასტრო (81), გობი (85) – ბრუნო პერესი (15), აკქუა (72), ბოვო (87)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 11 (6) – 5 (2) ბურთის ფლობა: 41%-59% კუთხურები: 0:4 თამაშგარე: 0:3

მსაჯი: დომენიკო ჩელი

“ფიორენტინა” – “ბოლონია” 2:0 (0:0)

ფლორენცია, “არტემიო ფრანკი”

მაყურებელი: 30 000

“ფიორენტინა” (4-3-3): ტატარუშანუ; რონკალია, როდრიგესი, ასტორი, ალონსო; ბადეი, ვესინო, ბორხა ვალერო (მატი ფერნანდესი 85); ბლაშჩიკოვსკი, ბაბაკარი (კალინიჩი 56), რებიჩი (ილიჩიჩი 79)

მწვრთნელი: პაულო სოუზა

“ბოლონია” (4-3-3): მირანტე; ფერარი, ოკიონომუ, როსეტინი, მაზინა; პულგარი, ტაიდერი (ფალკო 76), დიავარა; რიცო (აკვაფრესკა 81), დესტრო, მუნირი (ბრიენცა 64)

მწვრთნელი: დელიო როსი

გოლები: 1:0 ბლაშჩიკოვსკი (72), 2:0 კალინიჩი (82)

გაფრთხილება: რებიჩი (76) – დიავარა (43), მაზინა (70)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 8 (4) – 3 (1) ბურთის ფლობა: 64%36% კუთხურები: 6:0 თამაშგარე: 1:3

მსაჯი: ჯანპაოლო კალვარეზე

“ინტერი” – “ვერონა” 1:0 (0:0)

მილანი, “სან სირო”

მაყურებელი: 34 148

“ინტერი” (4-3-2-1): ჰანდანოვიჩი; სანტონი, მედელი, მირანდა, ტელეში (რანოკია 89); გუარინი, ფელიპე მელო, კონდოგბია (ბიაბიანი 62); ლიაიჩი (იოვეტიჩი 57), პერიშიჩი; იკარდი

მწვრთნელი: რობერტო მანჩინი

“ვერონა” (3-5-2): რაფაელი; ბიანკეტი, მორასი, ჰელანდერი; პიზანო, სალა (ძაკანი 75), ვივიანი, გრეკო, ალბერტაცი (სუპრაიენი 71); გომესი, პაცინი (სილიგარდი 21)

მწვრთნელი: ანდრეა მანდორლინი

გოლი: 1:0 ფელიპე მელო (56)

გაფრთხილება: გუარინი (3), კონდოგბია (37), ფელიპე მელო (90), ბიაბიანი (90) – ალბერტაცი (9), სალა (61), გრეკო (65), ჰელანდერი (82)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 9 (4) – 6 (2) ბურთის ფლობა: 59%-41% კუთხურები: 11:2 თამაშგარე: 0:4

მსაჯი: კარმინე რუსო

“იუვენტუსი” – “ფროზინონე” 1:1 (0:0)

ტურინი, “იუვენტუს სთედიუმი”

მაყურებელი: 38 000

“იუვენტუსი” (4-3-3): ნეტო; ლიხშტაინერი (კიელინი 46), ბარძალი, ბონუჩი, ალექს სანდრო; სტურარო (დიბალა 46), ლემინა, პოგბა; კუადრადო, ძაძა (ერნანესი 77), პერეირა

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

“ფროზინონე” (4-4-2): ლეალი; მ. ჩიოფანი (როზი 71), დიაკიტე, ბლანჩარი, კრიველო; ფრარა, ჩისბა (ტონევი 71), გორი, სოდიმო; დ. ჩიოფანი, კასტილიო (დიონისი 85)

მწვრთნელი: რობერტო სტელონე

გოლები: 1:0 ძაძა (50), 1:1 ბლანჩარი (90)

გაფრთხილება: ბონუჩი (46), ძაძა (67) – კრიველო (32), სოდიმო (36), როზი (84)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 25 (9) – 5 (3) ბურთის ფლობა: 66%-34% კუთხურები: 10:5 თამაშგარე: 1:1

მსაჯი: ანჯელო ჩერველერა

“ლაციო” – “ჯენოა” 2:0 (1:0)

რომი, “ოლიმპიკო”

მაყურებელი: 33 000

“ლაციო” (4-2-3-1): მარკეტი; ბასტა, მაურისიო, ჯენტილეტი, ლულიჩი; კატალდი, პაროლო; ანდერსონი (მაური 82), მილინკოვიჩ-სავიჩი (მორისონი 83), კიშნა; ჯორჯევიჩი (კეიტა 78)

მწვრთნელი: სტეფანო პიოლი

“ჯენოა” (3-4-1-2): ლამანა; დე მაიო, ბურდისო, მარკეზე; ნ’ტჩამი (კაპელი 46), ტაკჩიდისი (დზემაილი 46), რინკონი, სისოკო; ლაქსალტი; პეროტი (ფიგერაში 58), პანდევი

მწვრთნელი: ჯამპიერო გასპერინი

გოლები: 1:0 ჯორჯევიჩი (35), 2:0 ანდერსონი (62)

გაფრთხილება: კატალდი (25), მაურისიო (42), ჯენტილეტი (64), მილინკოვიჩ-სავიჩი (76) – მარკეზე (38), სისოკო (54, 56), ფიგერაში (78)

გაძევება: სისოკო (56), პანდევი (85)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 7 (3) – 8 (4) ბურთის ფლობა: 60%-40% კუთხურები: 10:3 თამაშგარე: 2:2

მსაჯი: ნიკოლა რიცოლი

“პალერმო” – “სასუოლო” 0:1 (0:1)

პალერმო, “რენცო ბარბერა”

მაყურებელი: 10 023

“პალერმო” (3-5-2): სორენტინო; გონსალესი, სტრუნცა, ელ კაუტარი; რისპოლი (ქუაისონი 69), ჰილიერმაკი (ტრაიკოვსკი 46), რიგონი, იაიალო (მარესკა 56), ლაზაარი; ვასკესი, ჯილარდინო

მწვრთნელი: ჯუზეპ იაკინი

“სასუოლო” (4-3-3): კონსილი; ვრსიალკო, კანავარო, აჩერბი, გაცოლა; ბიონდინი (დანკანი 78), მანიანელი, მისიროლი; პოლიტანო (ბერარდი 65), ფლოკარი (დეფრელი 73), სანსონე

მწვრთნელი: ეუსებიო დი ფრანჩესკო

გოლი: 0:1 ფლოკარი (35)

გაფრთხილება: რიგონი (43, 86) – მისიროლი (31), ვრსიალკო (60), აჩერბი (68), კანავარო (73), ბიონდინი (77), მანიანელი (84)

გაძევება: რიგონი (86)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 8 (2) – 10 (4) ბურთის ფლობა: 48%-52% კუთხურები: 2:5 თამაშგარე: 0:0

მსაჯი: ლუკა პაირეტო

“სამპდორია” – “რომა” 2:1 (0:0)

გენუა, “მარასი”

მაყურებელი: 21 000

“სამპდორია” (4-3-1-2): ვივიანო; მესბა, სილვესტრე (მოისანდერი 29), პერეირა, ძუკანოვიჩი; ფერნანდო, ბარეტო, კორეა (ივანი 60); სორიანო; ედერი, მურიელი (კასანო 78)

მწვრთნელი: ვალტერ ძენგა

“რომა” (4-3-3): დე სანკტისი; ფლორენცი, მანოლასი, დე როსი, დინიე; ნაინგოლანი (იტურბე 87), პიანიჩი, კეიტა; სალაჰი (უჩანი 87), ჯეკო, იაგო ფალკე (ჟერვინიო 60)

მწვრთნელი: რუდი გარსია

გოლები: 1:0 ედერი (50), 1:1 სალაჰი (69), 2:1 მანოლასი (85, ა.გ)

გაფრთხილება: ედერი (26), ფერნანდო (54), კორეა (56), ბარეტო (73), მესბა (90), ძუკანოვიჩი (90) – დე როსი (30), პიანიჩი (45), დინიე (52)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 5 (4) – 14 (8) ბურთის ფლობა: 37%-63% კუთხურები: 4:17 თამაშგარე: 1:1

მსაჯი: ლუკა ბანტი

თეგებისერია A
0.193973