ქართველმა ჩოგბურთელებმა ეკატერინე გორგოძემ და სოფო შაფათავამ, რომელთაც უკრაინულ ბუჩაში მიმდინარე 25-ათასიან ტურნირზე პირველი განთესვა გააჩნიათ, ნახევარფინალის საგზური მოიპოვეს.
გორგოძემ და შაფათავამ რუსულ-უკრაინულ წყვილს (ლაზარევა-სტრახოვა) იოლად – 6:1, 6:2 სძლიეს, ფინალის საგზურს კი კიდევ ერთ რუსულ-უკრაინულ დუეტს (გაბუევა-იანჩუკი) შეეცილებიან.
მე-2 ნახევარფინალში რუმინულ-უკრაინული წყვილი (ბუზეანი-სტონიკოვა, მე-3 განთესვა) უკრაინულ ტანდემს (იანჩუკი-ვასილიევა, მე-2) გაეჯიბრება.