ავსტრალიის ნაკრებმა 2015 წლის მსოფლიო თასზე თავის პირველ შეხვედრაში ფიჯი 28:13 დაამარცხა, მაგრამ მეტოქესთან მძიმე ბრძოლა გადაიტანა და ბოლოს პრემიალური ქულის აღებაზეც თქვა უარი.
ფიჯელებს ტურნირის გახსნის მატჩი ინგლისთან ჰქონდათ წაგებული და უკან დასახევი გზა არ ჰქონდათ. მათ ვაჟკაცურად იბრძოლეს, რიგ ეპიზოდებში სათამაშო უპირატესობასაც დაეუფლნენ, მაგრამ საბოლოოდ უფრო ძლიერმა “ვოლაბებმა” იმარჯვეს, რომელთაც შეხვედრის გარკვეული მონაკვეთი მაღალ დონეზე ჩაატარეს და სამი ლელო გაიტანეს.
საწყის 20 წუთში გუნდებმა ჯარიმები გაცვალეს, მერე ავსტრალიამ მოლში მოიპოვა უპირატესობა და დევიდ პოქოქმაპირველი ლელო გაიტანა. ამ პერიოდში მეტოქე ხშირად ჯარიმდებოდა და ის 10 წუთით კაცნაკლული რომ დარჩა, მორიგ მოლს მეორე ლელო მოყვა, ხოლო ბერნარდ ფოლიმ ერთი გაფუჭებული გარდასახვის კომპენსირება ჯარიმით მოახდინა და ტაიმი 18:3 დასრულდა.
თამაში რომ განახლდა “ვოლაბებმა” ფიჯელთა დაცვა კიდევ ერთხელ გაგლიჯეს და სეკოპე კეპუს ლელოს ზუსტი გარდასახვა მოყვა. ამის შემდეგ ავსტრალიელები პრემიალურ ლელოზე დაფიქრდნენ, მაგრამ მოულოდნელად ფიჯიმ თამაშს უმატა, ჯარიმას მე-60 წუთზე ბენ ვოლავოლას ლელო მოყვა და ნადოლომაც გარდასახა (25:13). ამის შემდეგ ფიჯელებს კიდევ ჰქონდათ ლელოს გატანის შესაძლებლობა და ეს რომ მოეხერხებინათ თამაში უკიდურედას დაიძაბებოდა. ამიტომ, ფოლიმ გამაყრუებელი სტვენის ქვეშ ჯარიმით 3 ქულა აიღო, რითაც უპირატესობა 2 ლელოს გაშვების შემთხვევაშიც კი მიუწვდომელი გახადა და მატჩის ბოლომდე ანგარიში აღარც შეცვლილა - 28:13.
დღეს ღამე, თბილისის დროით 23 საათზე საფრანგეთი რუმინეთს ეთამაშება, რომლის სასტარტო შემადგენლობაშიც “ლოკომოტივის” აღზრდილი კვაჭი ოთარ ტურაშვილი ითამაშებს.
2015 წლის მსოფლიო თასი
ა ჯგუფი
23 სექტემბერი
კარდიფი. “მილენიუმი”.
ავსტრალია - ფიჯი 28:13 (18:3)
ავსტრალია: 15. იზრაელ ფოლაუ, 14. ადამ ეშლი-ქუპერი, 13. ტევიტა კურინდრანი, 12. მეთ გიტო, 11. რობ ჰორნი, 10. ბერნარდ ფოლი, 9. ვილ გენია; 1. სქოთ სიო, 2. სთივენ მორი, 3. სეკოპე კეპუ, 4. ქეინ დაგლასი, 5. რობ სიმონსი, 6. სქოთ ფარდი, 7. მაიქლ ჰუპერი, 8. დევიდ პოქოქი.
სათადარიგოები: 16. ტატაფუ პოლოტა-ნაუ, 17. ჯეიმზ სლიპერი, 18. გრეგ ჰოუმსი, 19. ვილ სქელთონი, 20. დინ მამი; 21. ნიქ ფიპსი, 22. მეთ ტომუა, 23. ქერთლი ბილი.
3 ლელო: პოქოქი (2), კეპუ
2 გარდასახვა: ფოლი
3 ჯარიმა: ფოლი
1 სინბინი: კურინდრანი
ფიჯი: 15. მეტუისელა ტალემბულა, 14. ვაისეა ნაიათალევუ, 13. ვერენიკი ნგონევა, 12. ნგამბირიელე ლოვომბალავუ, 11. ნემანი ნადოლო, 10. ბენ ვოლავოლა, 9. ნიკოლა მატავალუ; 1. ქემპიზი მააფუ, 2. ტუაპატი ტალემაიტონგა, 3. მანასა საულო, 4. ტევიტა თავუმბატი, 5. ლეონე ნაკარავა, 6. პეთელი იატო, 7. აკაპუსი ნქერა, 8. ნეტანი ტალეი.
სათადარიგოები: 16. ვილიამე ვეიკოსო, 17. პენი რავაი, 18. ისეი თოლატი, 19. ნემია სონქეტა, 20. მალაკაი რავულო; 21. ნემია კენატალე, 22. ჯოშ მატავესი, 23. ასაელი ტიკოიროტუმა.
1 ლელო: ვოლავოლა
1 გარდასახვა: ნადოლო
2 ჯარიმა: ნადოლო
1 სინბინი: მააფუ
გუნდი თ მ ფ წ +/- ქ ბ
უელსი 1 1 0 0 54:9 5 1
ინგლისი 1 1 0 0 35:11 5 1
ავსტრალია 1 1 0 0 28:13 4 0
ფიჯი 2 0 0 2 24:63 0 0
ურუგვაი 1 0 0 1 9:54 0 0
26 სექტემბერი
ინგლისი - უელსი
27 სექტემბერი
ავსტრალია - ურუგვაი
ბ ჯგუფი
23 სექტემბერი
გლოსთერი. “ქინგსჰოლმი”.
შოტლანდია - იაპონია 45:10 (12:7)
შოტლანდია: 15. სთიუართ ჰოგი, 14. თომი სიმორი, 13. მარქ ბენეთი, 12. მეთ სქოთი, 11. შონ ლამონთი, 10. ფინ რასელი, 9. გრეიგ ლეიდლოუ; 1. ალესდერ დიქინსონი, 2. როს ფორდი, 3. ვილემ ნელი, 4. გრანთ გილქრისთი, 5. ჯონი გრეი, 6. რაიან ვილსონი, 7. ჯოშ ჰარდი, 8. დევიდ დენთონი.
სათადარიგოები: 16. ფრეიზერ ბრაუნი, 17. რაიან გრანთი, 18. ჯონ ველში, 19. რიჩი გრეი, 20. ჯოშ სტრაუსი; 21. ჰენრი პირგოსი, 22. პითერ ჰორნი, 23. შონ მეითლენდი.
5 ლელო: ჰარდი, ბენეთი (2), სიმორი, რასელი
4 გარდასახვა: ლეიდლოუ
4 ჯარიმა: ლეიდლოუ
იაპონია: 15. აიუმუ გორომარუ, 14. კოტარო მაცუშიმა, 13. მალე საჰუ, 12. იუ ტამურა, 11. კენკი ფუკუოკა, 10. ჰარუმიჩი ტატეკავა, 9. ფუმიაკი ტანაკა; 1. კეიტა ინაგაკი, 2. შოტა ჰორიე, 3. ჰიროში იამაშიტა, 4. ლუქ თომპსონი, 5. ჯასთინ ივზი, 6. მაიქლ ლიჩი, 7. მაიქლ ბროდჰერსთი, 8. ამანაკი ლელეი-მაფი.
სათადარიგოები: 16. ტაკეში კიზუ, 17. მასატაკა მიკამი, 18. კენსუკე ჰატაკეიამა, 19. შინია მაკაბე, 20. შოძი იტო, 21. ჰენდრიკ ტუი; 22. აცუში ჰივასა, 23. ქარნ ჰესქეთ.
1 ლელო: მაფი
1 გარდასახვა: გორომარუ
1 ჯარიმა: გორომარუ
1 სინბინი: მაცუშიმა
გუნდი თ მ ფ წ +/- ქ ბ
შოტლანდია 1 1 0 0 45:10 5 1
სამოა 1 1 0 0 25:16 4 0
იაპონია 2 1 0 1 44:77 4 0
სამხრეთ აფრიკა 1 0 0 1 32:34 2 0
აშშ 1 0 0 1 16:25 0 0
26 სექეტმბერი
სამხრეთ აფრიკა - სამოა
27 სექტემბერი
შოტლანდია - აშშ
გ ჯგუფი
24 სექტემბერი
ლონდონი. “ოლიმპიკ პარკი”. 23:00 საათი
ახალი ზელანდია - ნამიბია
ახალი ზელანდია: 15. ქოლინ სლეიდი, 14. ნეჰე მილნერ-სქადერი, 13. მალაკაი ფეკიტოა, 12. სონი-ბილი ვილიამსი, 11. ჯულიან სავეა, 10. ბოდენ ბარეთი, 9. თიჯეი პერენარა; 1. ბენ ფრენქსი, 2. ქოდი თეილორი, 3. ჩარლი ფაუმუინა, 4. ლუქ რომანო, 5. სემ ვაითლოქი, 6. ლიამ მესამი, 7. სემ ქეინი, 8. ვიქტორ ვიტო.
სათადარიგოები: 16. ქევენ მეალამუ, 17. ვაიეთ ქროქეთი, 18. თონი ვუდქოქი, 19. ქიარან რიდი, 20. რიჩი მაკქოუ; 21. ტავერა ქერ-ბარლოუ, 22. მაჰა ნონუ, 23. ბენ სმითი.
ნამიბია: 15. იოჰან ტრომპი, 14. დევიდ ფილანდერი, 13. ჯეისი ხრეილინი, 12. იოჰან დეისელი, 11. კონრად მარე, 10. თიენის კოცე, 9. იუჯინ იანკისი; 1. იაკო ენხელსი, 2. ტორსტენ ფან იარსფელდი, 3. იოჰანეს “არანოს” კუცია, 4. ჩიუე უანივი, 5. პიჯეი ფან ლილი, 6. ჟაკ ბერგერი, 7. ტინუს დიუპლესი, 8. ლენეფე დამენსი.
სათადარიგოები: 16. ლუი ფდ ვესტჰეიზენი, 17. რაულ ლარსონი, 18. კასპერ ვივიე, 19. რენალდო ბოთმა, 20. იანკო ფენტერი, 21. როან კიცჰოფი; 22. ენიელ ბუიტენდახი, 23. კრეისანდერ ბოთა.
გუნდი თ მ ფ წ +/- ქ ბ
ახალი ზელანდია 1 1 0 0 26:16 4 0
საქართველო 1 1 0 0 17:10 4 0
ტონგა 1 0 0 1 10:17 1 1
ნამიბია 0 0 0 0 0:0 0 0
არგენტინა 1 0 0 1 16:26 0 0
25 სექტემბერი
არგენტინა - საქართველო
29 სექტემბერი
ტონგა - ნამიბია
დ ჯგუფი
23 სექტემბერი
ლონდონი. “ოლიმპიკ პარკი”. 23:00 საათი
საფრანგეთი - რუმინეთი
საფრანგეთი: 15. ბრის დიულენი, 14. სოფიან გიტუნი, 13. გაელ ფიკუ, 12. ვესლი ფოფანა, 11. ნოა ნაკაიტათი, 10. რემი ტალე, 9. მორგან პარა; 1. ვენსან დებატი, 2. დიმიტრი შარჟევსკი, 3. უინი ატონიო, 4. ბერნარ ლერუ, 5. ალეკსანდრ ფლონკარი, 6. იანიკ ნიონგა, 7. ფიულჟანს უდრაოგო, 8. ლუი პიკამოლი.
სათადარიგოები: 16. ბენჟამენ კეიზერი, 17. ედი ბენარუ, 18. ნიკოლა მასი, 19. იოან მაესტრი, 20. დამიან შული; 21. რორი ქოქოთ, 22. ფრედერიკ მიშალაკი, 23. მატიო ბასტარო.
რუმინეთი: 15. კეტელინ ფერკუ, 14. მედელინ ლემნარუ, 13. პაულა კინიკინილაუ, 12. ფლორინ ვლაიკუ, 11. ადრიან აპოსტოლი, 10. დენუც დუმბრავა, 9. ფლორინ სურუჯიუ; 1. მიხაიცა ლაზარი, 2. ოთარ ტურაშვილი, 3. პაულიკა იონი, 4. ვალენტინ პოპირლანი, 5. იოჰანეს ფანჰირდენი, 6. ვალენტინ ურსაკე, 7. ვიორელ ლუკაჩი, 8. მიხაი მაკოვეი.
სათადარიგოები: 16. ანდრეი რედოი, 17. ანდრეი ურსაკე, 18. ხორაციუ პუნჯა, 19. ოვიდიუ ტონიცა, 20. სტელიან ბურჩა; 21. ვალენტინ კალაფეტეანუ, 22. იონუც ბოტეზატუ, 23. ჩობა გალ-მინია.
გუნდი თ მ ფ წ +/- ქ ბ
ირლანდია 1 1 0 0 50:7 5 1
საფრანგეთი 1 1 0 0 32:10 4 0
რუმინეთი 0 0 0 0 0:0 0 0
იტალია 1 0 0 1 10:32 0 0
კანადა 1 0 0 1 7:50 0 0
26 სექტემბერი
იტალია - კანადა
27 სექტემბერი
ირლანდია - რუმინეთი
ზურა ქსოვრელი