ლეგენდარულმა იტალიელმა მწვრთნელმა მარჩელო ლიპიმ ავტორიტეტულ გამოცემა “კორიერე დელო სპორტთან” ინტერვიუში იმ ფეხბურთელებისგან, რომელიც მას გაუწვრთნია საუკეთესო 11 მათგანი დაასახელა.
2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონ მარჩელოს რჩეულთაგან 8 იტალიელი ფეხბურთელია.
ლიპის გუნდი კი შემდეგნაირია:
მეკარე: ჯანლუიჯი ბუფონი (იტალია)
მცველები: ჩირო ფერარა (იტალია), პაოლო მონტერო (ურუგვაი), ფაბიო კანავარო (იტალია), ჯანლუკა ძამბროტა (იტალია)
ნახევარმცველები: ანდრეა პირლო (იტალია), ზინედინ ზიდანი (საფრანგეთი)
თავდამსხმელები: ფრანჩესკო ტოტი (იტალია), ალესანდრო დელ პიერო (იტალია), რონალდო (ბრაზილია), კრისტიან ვიერი (იტალია)