არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ტატა მარტინომ 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის პირველი მატჩებისთვის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა. “ალბისელესტეში” პირველად იქნა მიწვეული ტურინის “იუვენტუსის” ფორვარდი პაულო დიბალა, ხოლო გონსალო იგუაინი ამჯერად გუნდს მიღმა დარჩა.
მარტინოს რჩეულთა სია შემადგენაირად გამოიყურება:
მეკარეები: სერხიო რომერო (“მანჩესტერი”, ინგლისი), ნაუელ გუზმანი (“ტიგრესი”, მექსიკა), აგუსტინ მარკესინი (“სანტოს ლაგუნა”, მექსიკა)
მცველები: პაბლო ზაბალეტა (“სიტი”, ინგლისი), ნიკოლას ოტამენდი (“სიტი”, ინგლისი), მარტინ დემიკელისი (“სიტი”, ინგლისი), ემანუელ მასი (“სან ლორენსო), მარკოს როხო (“მანჩესტერი”, ინგლისი), ფაკუნდო რონკალია (“ფიორენტინა”, იტალია), ეზეკიელ გარაი (“ზენიტი”, რუსეთი), მილტონ კასკო (“ნიუელს ოლდ ბოიზი”), რამირო ფიუნეს მორი (“ევერტონი”, ინგლისი)
ნახევარმცველები: ხავიერ მასკერანო (“ბარსელონა”, ესპანეთი), ლუკას ბილია (“ლაციო”, იტალია), ანხელ დი მარია (პსჟ, საფრანგეთი), ხავიერ პასტორე (პსჟ, საფრანგეთი), ევერ ბანეგა (“სევილია”, ესპანეთი), რობერტო პერეირა (“იუვენტუსი”, იტალია), ენცო პერესი (“ვალენსია”, ესპანეთი)
თავდამსხმელები: ლიონელ მესი (“ბარსელონა”, ესპანეთი), პაულო დიბალა (“იუვენტუსი”, იტალია), სერხიო აგუერო (“სიტი”, ინგლისი), კარლოს ტევესი (“ბოკა ხუნიორსი”), ნიკოლას გაიტანი (“ბენფიკა”, პორტუგალია), ანხელ კორეა (“ატლეტიკო”, ესპანეთი), ეზეკიელ ლავეცი (პსჟ, საფრანგეთი)
არგენტინელები 8 ოქტომბერს, ეკვადორს უმასპინძლებენ, ხოლო 5 დღის შემდგომ პარაგვაის ესტუმრებიან.