ყაზანის “რუბინისა” და საქართველოს ნაკრების 23 წლის მცველი სოლომონ კვირკველია ბოლო წლების განმავლობაში ნაბიჯ-ნაბიჯ პროგრესირებს. ინტერნერპორტალმა russianfootballnews.com-მმა რუსეთის პრემიერლიგის სამი ფეხბურთელი გამოარჩია, რომლებსაც ამ ქვეყნის ჩემპიონატიდან ინგლისის პრემიერლიგაში და ზოგადად, ევროპის წამყვან საფეხბურთო ლიგებში კარიერის გაგრძელების ყველაზე დიდი შანსი აქვთ. ზემოხსენებულ სამეულში მოხდვა ჩვენებური ფეხბურთელიც.
ჟურნალისტ დევიდ სანსუნის წერილს, რომელიც კვირკველიას შეეხება აქვე გთავაზობთ.
საბა, როგორც მას თანაგუნდელები ეძახიან, თავისი გუნდის დაცვის ხაზის დომინანტია. მხოლოდ 23 წლის კვირკველია გასულ სეზონში “რუბინის” საუკეთესო ფეხბურთელებს შორის მეხუთე ადგილზე იყო და მისი სტატისტიკური მონაცემები კი ჩინებული. გასულ სეზონში 29 მატჩში 120 ვარდნა შეასრულა, ასეთი შედეგი კი ევროპის მასშტაბით ხუთ მცველს ჰქონდა.
გასაოცარია ამ ფეხბურთელის სისხარტე და სისწრაფე იმის ფონზე, რომ იგი ძალიან მაღალია. და, ეს სიმაღლისა და სისწრაფის კომბინაცია მას აძლევს შანსს კარიერა დასავლეთ ევროპაში გააგრძელოს. სულ მალე “რუბინი” ევროპა ლიგაზე ინგლისურ “ლივერპულს” შეხვდება აქ მას კიდევ უფრო დააკვირდებიან. ამ მატჩში ბუკმეიკერთა მიერ რუსული გუნდი აუტსაიდერადაა შერაცხული, თუმცა მათ მხარეს დიდი კვირკველია იქნება, რაც “რუბინს” დადებითი შედეგის მიღწევის იმედს უსახავს...
კვირკველიას გარდა, ხსენებულ სტატიაში მოსკოვის “სპარტაკის” ჰოლანდიელი ფეხბურთელი ქვინსი პრომესი და მოსკოვის ცსკა ებრაელი ნახევარმცველი ბიბრას ნათხო მოხვდნენ...