ჩოგბურთი

2:52 | 23.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

ქართველები ბუჩაში

უკრაინულ ბუჩაში სტარტი აიღო საერთაშორისო საჩოგბურთო ტურნირმა, რომლის საპრიზო ფონდიც 25 ათასი დოლარია.

პირველ რაუნდში მე-5 ნომრად განთესილი სოფო შაფათავა “უაილდ ქარდის” მქონე გერმანელ ლისა მატვიენკოს გაეჯიბრა და 6:7 (4:7), 4:6 დამარცხდა. წააგო სოფო ქვაცაბაიამაც, რომლის მეტოქეც კვალიფიკაციის ერთ-ერთი გამარჯვებული განა პოჟიხირენკო (უკრაინა) იყო – 3:6, 3:6.

წყვილთა ტურნირში შაფათავა და ეკატერინე გორგოძე პირველ ნომრად არიან განთესილნი და საწყის რაუნდში უკრაინელ ფომინას და ბოსნიელ ჰერძელასს 6:1, 3:6, 10:6 სძლიეს.

ქართველი ჩოგბურთელები მეოთხედფინალში რუსულ-უკრაინულ დუეტს (ლაზარევა-სტრახოვა) დაუპირისპირდებიან.

0.113967