მიუნხენის “ბაიერნის” პოლონელი თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი ბუნდესლიგის ისტორიაში შევიდა. საქმე ისაა, რომ 27 წლის ფორვარდმა “ვოლფსბურგს” 9 წუთიან ინტერვალში (51-ედან, მე-60-მდე) 5 გოლი გაუტანა, რაც ბუნდესლიგის ისტორიაში საუკეთესო შედეგია.
გარდა ამისა, ლევანდოვსკი გერმანიის ჩემპიონატის ისტორიაში ყველაზე სწრაფი ჰეთ-თრიქის ავტორიც გახდა: 4 წუთიან მონაკვეთში სამი გოლი აქამდე ალემანების მიწაზე არავის გაეტანა.
აღნიშნულ მატჩს “ბაიერნი” პირველი ტაიმის შემდგომ 0:1 აგებდა, თუმცა პოლონელის გასაოცარი თამაშის წყალობით 5:1 მოიგო...