მიმდინარე სეზონში მიჯრით ორჯერ პირველად გაიმარჯვა “მილანმა”. “პალერმოსთან” 3:2 მოგების შემდეგ სინიშა მიხაილოვიჩის გუნდმა ამჯერადაც ანალოგიური ანგარიშით იმარჯვა, ოღონდ სტუმრად “უდინეზესთან”.
“როსონერიში” დაბრუნების შემდეგ პირველი გოლი გაიტანა მარიო ბალოტელიმ, რომელმაც საჯარიმო დარტყმა უნაკლოდ შეასრულა. ჭირვეულმა მარიომ მოედანზე 90 წუთი გაატარა და ვინ იცის, იქნებ ძველი სათამაშო ფორმაც დაიბრუნოს. “მილანმა” თამაშის პირველი ტაიმი ჩინებულად ჩაატარა და ანტრაქტზე სამბურთიანი ფორით გავიდა – ბალოტელის გოლს ჯაკომო ბონავენტურამ და კრისტიან ძაპატამაც წაამატეს.
მეორე ტაიმის საწყის 13 წუთში მასპინძლებმა მეტოქეს ორჯერ გაუტანეს და შეხვედრაშიც დაბრუნდნენ, თუმცა მათდა სამწუხაროდ, მეტის გაკეთება ვეღარც მოახერხეს და მოასწრეს.
“უდინეზე” – “მილანი” 2:3 (0:3) (VIDEO)
უდინე, “ფრიული”
მაყურებელი: 9 000
“უდინეზე” (3-5-2): კარნეზისი; ვაგუე, დომიცი, პირისი (დ. ძაპატა 46); ედენილსონი, იტურა (მარკინიო 84), ბადუ, ბრუნო ფერნანდესი, ალი ადნანი (პასკუალე 73); დი ნატალე, ტერო
მწვრთნელი: სტეფანო კოლანტუონო
“მილანი” (4-3-1-2): დიეგო ლოპესი; დე შილიო, რომანიოლი, კ. ძაპატა, კალაბრია (ალექსი 49); მონტოლივო, დე იონგი, ბონავენტურა; ჰონდა (პოლი 63); ბაკა (ლუის ადრიანო 80), ბალოტელი
მწვრთნელი: სინიშა მიხაილოვიჩი
გოლები: 0:1 ბალოტელი (5), 0:2 ბონავენტურა (10), 0:3 კ. ძაპატა (45), 1:3 ბადუ (51), 2:3 დ. ძაპატა (58)
გაფრთხილება: პირისი (31), იტურა (39), ვაგუე (53), ბრუნო ფერნანდესი (59, 90), მარკინიო (86) – ბალოტელი (15), კალაბრია (18), კ. ძაპატა (70)
გაძევება: ბრუნო ფერნანდესი (90)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 10 (5) – 9 (4) ბურთის ფლობა: 47%-53% კუთხურები: 7:1 თამაშგარე: 0:0
მსაჯი: დანიელე დოვერი