ფეხბურთი

22:25 | 22.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

კარვალიო “არსენალის” სამიზნეა

როგორც Daily Express იუწყება ლონდონის “არსენალი” ცდილობს იანვარში ვილიამ კარვალიოთი გაძლიერდეს. ლისაბონის “სპორტინგის” ფეხბურთელის სავარაუდო სატრანსფერო თანხად 25 მილიონი სტერლინგი სახელდება.

23 წლის მოთამაშე 2013 წლიდან პორტუგალიის ეროვნული ნაკრების წევრია და პორტუგალიის ერთ-ერთი საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად მიიჩნევა.

“სპორტინგის” აღზრდილს განათხოვრების წესით “ფატიმასა” და “სერკლ ბრიუგეში” უთამაშია, ამჟამად კი ლისაბონური კლუბის შემადგენლობაში თამაშობს.

0.121135