ფეხბურთი

17:55 | 22.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბანეგა ოთხ კვირას გამოტოვებს

ესპანეთის “სევილიას” ნახევარმცველი ევერ ბანეგა ოთხი კვირა ვერ ითამაშებს. ამის შესახებ გამოცემა AS-ი იუწყება.

27 წლის არგენტინელმა მარჯვენა მუხლი ესპანეთის პრიმერადივიზიონის მე-4 ტურში “სელტასთან” წაგებულ (1:2) მატჩში დაიზიანა. ბანეგა შესვენებაზე შეცვალეს და მოგვიანებით სამედიცინო შემოწმებამ დაადგინა, რომ მას მუხლის მყესები დაუზიანდა.

ბანეგა ესპანეთის პრიმერადივიზიონში “ლას-პალმასთან”, “რაიო ვალეკანოსთან” და “ბარსელონასთან” ვერ ითამაშებს, ხოლო ჩემპიონთა ლიგაში “იუვენტუსთან” მატჩს გამოტოვებს.

0.113663