უზბეკეთის საფეხბურთო უმაღლესი ლიგის 22-ე ტურში, კახა მახარაძემ ტაშკენტის “ფახთაქორს” სტუმრად ნამანგანის “ნოვბახორთან” მოაგებინა. ტაშკენტელებმა 1:0 გაიმარჯვეს და ქართველმა კაპიტანმა მეტოქის კარი 77-ე წუთზე აიღო. მან 83-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. მიმდინარე სეზონში მახარაძემ 17 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა.
“ფახთაქორი” 16-გუნდიან ჩემპიონატს 57 ქულით ლიდერობს და უახლოეს მდევარ თანაქალაქელ “ლოკომოტივს” 5 ქულით სჯობს. სხვათა შორის, მახარაძემ უზბეკური კარიერა სწორედ “ლოკომოტივში” დაიწყო.
“ქიზილქუმმა” სახლში “ოლმალიქი” 3:1 დაამარცხა და მარცხენა მცველი გიორგი კვესიეშვილი თადარიგში იჯდა, მაგრამ არ უთამაშია. “ქიზილქუმი” 27 ქულით მერვეა.
ფინეთის ვეიკაუსლიგის 29-ე ტურში, კტპ სახლში “სეინიაიოკისთან” 1:3 დამარცხდა. მცველმა გიორგი ოსიტაშვილმა მასპინძლებში 90 წუთი ითამაშა. კტპ 26 ქულით 12 გუნდში ბოლოა.
იტალიის ლეგა პრო B-ს (მესამე ლიგა) “ტუტოჩუოიომ” შინ “არეცოსთან” 0:1 წააგო. ფორვარდმა ირაკლი შეყილაძემ მასპინძლებში პირველიდან ბოლო წუთამდე ითამაშა. “ტუტოჩუოიოს” 2 ქულით 18 გუნდში მე-13 ადგილი უკავია.
ავსტრიის რეგიონალლიგის მე-9 ტურში, “კიცბიუელმა” გასვლაზე “ჰარდთან” 0:0 ითამაშა. ქართველმა თავდამსხმელმა ლაშა ძიძიგურმა სტურებში მოედანზე ორი ტაიმი დაჰყო. “კიცბიუელს” 4 ქულა აქვს და 16 გუნდში ბოლოსწინაა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ჩემი აზრით მახარაძე ნაკრებსჰი უნდა დააბრუნონ რადგან ანანიძეს ყველაზე მაგრად ეს შეცვლის, ირლანდიასთან უნდა გამოეძახა ცხადაძეს ანანიძის არ ყოფნაში ეს უნდა დაეყენებინა, დაუშვილსაც ჯობია ეხლა ეს და ნაკრებში ყველა ნახევარმცველს ანანიძის და კანკავას გარდა და ამიტომ მათ შემცვლელად ეს უნდა იყოს ნაკრებში
აზიასაც ვაზანზარებთ